მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ეროვნულ ბანკს პროფესიონალიზმს უწონებს

5b76a7210b513
თელარა გელანტია
17.08.18 14:43
896
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლარის კურსის ბოლო დროინდელი რეყევების პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაღალი დონის პროფესიონალიზმი გამოიჩინა.

ასე უპასუხა პრემიერმა ლარის კურსთან დაკავშირებით BM.ge-ის კითხვას და აღნიშნა, რომ „მთავრობის ამოცანაა, რომ ერთის მხრივ, ვიყოთ ყველაზე ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და მეორეს მხრივ, გარე ფაქტორების მიმართ ქვეყანაში მოწყვლადობის დონე აუცილებლად უნდა შევამციროთ“.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეკონომიკა გაიზარდოს არა მხოლოდ მდგრადი კონტექსტით და ინკლუზიურად, არამედ მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის მოწყვლადობის დონის შემცირება, მათ შორის საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით. რაც შეეხება ლარის კურსს და ეროვნული ბანკის ქმედებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა გამოიჩინა ძალიან მაღალი პროფესიონალზიმი“, - განაცხადა პრემიერმა.

თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამაც დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის საქმიანობა.

„ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან; დადებითად ვაფასებთ მათ პოლიტიკას და მათ საქმიანობას“, - აღნიშნა ქობულიამ.