22.მარტი.2016 18:42
ეკონომიკა, EU Georgia

მთავრობა ანტიდემპინგური კანონპროექტის მხოლოდ ერთ მუხლზე ვერ შეჯერდა

მთავრობა ანტიდემპინგური კანონპროექტის მხოლოდ ერთ მუხლზე ვერ შეჯერდა
ანტიდემპინგური კანონპროექტი, რომელზეც თითქმის 2 წელია მთავრობა და პარლამენტი მუშაობს, საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ დარეგისტრირებულა. კანონპროექტის მიხედვით, საქონლის დემპინგური იმპორტისას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებას წინ უნდა უძღოდეს შესწავლა, რომელსაც კონკურენციის სააგენტო განახორციელებს.
 
როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, კანონპროექტი ბოლომდე ჩამოყალიბებულია, თუმცა ერთადერთი საკამათო საკითხი არის ის, თუ რა დოკუმენტების ერთობლიობაა საჭირო საქმის წარმოების დასაწყებად.

"საუბარია მინიმალური დოკუმენტების სტანდარტზე და მის განსაზღვრაზე. დამტკიცდება თუ არა ეს მუხლი მთავრობაში, პირდაპირ შემოვა პარლამენტში და მაშინვე გავიტანთ კენჭისყრაზე. ამ ნაწილის გარდა ყველაფერი მზად არის", - აცახდებს თემურ მაისურაძე.

მისი თქმით, ბაზრის კონტროლს არა ახალი სტრუქტურა, არამედ კონკურენციის სააგენტო განახორციელებს.

"ანტიდემპინგური კანონი თავისი არსით და კონკურენციის სააგენტო საქმიანობის თვალსაზრისით ერთი და იგივეა. იმიტომ, რომ ერთ შემთხვევაში საუბარია კონტროლზე, რომ ვიღაცას არ ჰქონდეს საბაზრო სეგმენტში იმაზე მეტი, რაც მას მონოპოლისტის ჩარჩოში მოახვედრებს და მეორე შემთხვევაში არის კონტროლი იმის, რომ ვინმემ არ იმოქმედოს ბაზარზე არაკეთილსინდისიერი ფასებით", - აცხადებს თემურ მაისურაძე.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



23.თებერვალი.2019 22:03
378

კომპანიამ - ,,Ku biki“ საბავშვო ავეჯის დამზადება დაიწყო

ვრცლად
23.თებერვალი.2019 21:00
1278

ავსტრიელმა რეჟისორმა თუშეთზე ფილმის გადაღება 31 000 ევროთი დააფინანსა

ვრცლად
23.თებერვალი.2019 20:30
503

მარიამ ქვრივიშვილი: „ტურიზმმა ეკონომიკაში უფრო მეტი კონტრიბუცია უნდა განახორციელოს“

ვრცლად
23.თებერვალი.2019 20:03
593

Skylawyer: “ყოველწლიურად რამდენიმე მლრდ ევროს კომპენსაცია რჩება მოუთხოვნელი”

ვრცლად
23.თებერვალი.2019 19:44
566

საქართველოს ბანკის ჯგუფის ორგანიზებით, 25 ივნისს ინვესტორთა დღე გაიმართება

ვრცლად
23.თებერვალი.2019 19:20
625

„დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება“ - რეგიონებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

ვრცლად