მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი გარდაიცვალა

59c4b206e37db
BM.GE
22.09.17 10:45
2122
მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი ლილიან ბეტანკური გარდაიცვალა. Forbes-ის ინფორმაციით, კოსმეტიკური ბრენდის L’Oreal-ის თანადამფუძნებელი, რომლის ქონება $39,5 მილიარდს შეადგენდა, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის Forbes-ის რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებდა. ლილიან ბეტანკური პარიზში დღეს გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ მისმა შვილმა ფრანსუაზა მეიერს-ბეტანკურმა გაავრცელა.

ბეტანკურს და მის ოჯახს L'Oreal-ის 33% ეკუთვნის. როგორ გადანაწილდება წილები მფლობელებს შორის, ჯერჯერობით უცნობია.
ლილიან ბეტანკური 1922 წელს პარიზში დაიბადა კოსმეტიკური კონცერნის L’Oreal-ის დამფუძნებლის ეჟენ შიულერის ოჯახში. კომპანიის პირველი პროდუქტი არატოქსიკური თმის საღებავი იყო, რომელიც 1907 წელს შეიქმნა და პარიზის სილამაზის სალონებში იყიდებოდა. 2 წლის შემდეგ 1909 წელს კი ახალგარზდა ქიმიკოსმა მისი ბიზნესი დაარეგისტრირა Safe Hair Dye Company of France-ის სახელით.