22.დეკემბერი.2015 09:58
მსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შამპანურების ათეული

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შამპანურების ათეული
გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერმა" მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შამპანურების სია გამოაქვეყნა. მათ შორის, პირველი ადგილი საფრანგეთში დამზადებულმა Dom Pérignon Mathusalem-მა დაიკავა, რომელიც 1996 წელს მხოლოდ 35 ბოთლი გამოვიდა და რომლის ღირებულებაც 49 000 დოლარია.

მეორე ადგილს Dom Pérignon Rosé იკავებს, რომელიც 1998 წელს აწარმოეს, ერთი ბოთლის ღირებულება 11 179 დოლარს შეადგენს.

მესამე ადგილას 6 500 დოლარის ღირებულების კიდევ ერთი ფრანგული წარმოების შამპანური Armand De Brignac Brut Gold გავიდა.

მეოთხე ადგილზეა Champagne Krug Clos d'Ambonnay. (ერთი ბოთლის ფასი 3,999 დოლარია)

მეხუთე პოზიცია Armand de Brignac Brut Gold-მა დაიკავა. მისი ფასი ერთ ბოთლზე 2239 დოლარს შეადგენს.

მეექვსე ადგილს საკმაოდ მოცულობითი ჭურჭლით, (3 ლიტრიანი ბოთლი) 1,599 დოლარიანი Veuve Clicquot Yellowboam Ostrich Limited იკავებს.

მეშვიდე პოზიციაზეა Pol Roger Sir Winston Churchill (3 Liter) 1988 -1,175 დოლარი. მერვე ადგილზეა Champagne Krug Clos du Mesnil Blanc de Blancs 1995 -ფასით 969 დოლარი.

რეიტინგში მეცხრე და მეათე ადგილებზე შესაბამისად Champagne Krug Vintage Brut -949.99 დოლარით და 899 დოლარიანი Salon Blanc de Blancs Le Mesnil-sur-Oger ინაწილებენ.
 
შამპანური - იგივე შუშხუნა ღვინო მე-17 საუკუნეში საფრანგეთში შეიქმნა, თავდაპირველად იგი მხოლოდ მეფეებისა და დედოფლებისთვის მზადდებოდა, დღეს კი მას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აწარმოებენ.



16.ნოემბერი.2018 14:12
123

აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 10,270 მლნ ბარელით გაიზარდა

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 22:00
367

სტაჟირება მსხვილ კორპორაციებში

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 14:51
147

რომელ ქვეყნებშია ყველაზე ძვირი კვების ობიექტები?

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 14:00
148

მსოფლიოში ტურისტული ცენტრების ცვლილებას პროგნოზირებენ

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 09:48
119

Alibaba-მ 1 დღიანი აქციის პერიოდში $30 მილიარდი გამოიმუშავა

ვრცლად
14.ნოემბერი.2018 13:24
149

ნავთობის ფასი შემცირდა

ვრცლად