მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ტრანზაქციების 85% ნაღდი ანგარიშსწორებით ხდება

58fde59cbcd54
სალომე მეცხვარიშვილი
24.04.17 15:47
1682
მსოფლიოში ტრანზაქციების ძირითადი რაოდენობა ნაღდი ანგარიშსწორებით ხდება. კომპანია Let’s Talk Payments-ის კვლევის მიხედვით, გადახდების 85% ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდება, ბარათს კი მხოლოდ 9,1% იყენებს. დანარჩენი გადახდები ჩეკებით ხდება.

უნაღდო ანგარიშსწორებას ყველაზე მეტად ჩრდილოეთ ამერიკაში იყენებენ, აქ ტრანზაქციების მხოლოდ 48% ხორციელდება "ქეშად", დანარჩენი კი უნაღდო ანგარიშსწორებით.

მეორე ადგილზეა განვითარებული აზია და წყნარი ოკეანეთი. აქ "ქეშად" გადახდები მთლიანი ტრანზაქციების 65%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის დასავლეთ ევროპა, სადაც 66% ამჯობინებს ნაღდ ანგარიშსწორებას.

ნაღდი ანგარიშსწორება განსაკუთრებით გავრცელებულია განვითარებად ბაზრებზე - ლათინურ ამერიკაში ეს მაჩვენებელი 91%-ია, აღმოსავლეთ ევროპაში - 93%, ნაკლებად განვითარებულ აზიასა და წყნარ ოკეანეთში - 98%, ხოლო აფრიკაში 99%.