10.იანვარი.2019 17:54
საზოგადოება

მსოფლიოში გრიპის ვირუსის გავრცელება იზრდება

მსოფლიოში გრიპის ვირუსის გავრცელება იზრდება
ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანრაგიშის მიხედვით, მსოფლიოში გრიპის ვირუსის აქტივობა თანდათანობით იზრდება.

ანგარიში, რომელიც 24-30 დეკემბრის დაზუსტებულ მაჩვენებლებს ასახვს, აჩვენებს, რომ WHO-ს 34 წევრ ქვეყანაში მოხდა შეტყობინება გრიპის გეოგრაფიული გავრცელების შესახებ.

რეგიონის მაშტაბით, 12 ქვეყანაში ფიქსირდება ერთეული შემთხვევები ხოლო 8-ში რეგიონული გავრცელება, 4 ქვეყანა აღნიშნავს, რომ მათ ტერიტორიაზე ფიქსირდება გრიპის ადგილობრივი გავრცელება (საბერძნეთი, ლატვია, სლოვაკეთი და უზბეკეთი) 5 ქვეყნის მონაცემების თანახმად კი მათ ტერიტორიაზე გრიპი ფართოდაა გავრცელებული (ისლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი და თურქეთი);

გრიპისმაგვარი დაავადების (ILI) და მწვავე რესპირატორული ინფექციის (ARI) პირველადი ჯანდაცვის საყრდენი ბაზების გრიპზე ტესტირებული ნიმუშების 37% დადებითია;
გრიპის ვირუსის A ტიპი დომინირებს, როგორც ამბულატორიულ ასევე ჰოსპიტალურ სექტორებში;

ორგანიზაციის მონაცემებით,  გრიპის A(H3N2) და A(H1N1)pdm09 ქვეტიპები მსგავსი პროპორციით ცირკულირებენ;

"არასაყრდენი ბაზების" მონაცემებით, A ტიპის ვირუსის დაახლოებით ორ მესამედში დასტურდება A(H1N1)pdm09 ქვეტიპი;

ამ ქვეყნებში ჰოსპიტალიზებულთა უმრავლეს შემთხვევაში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ინფექცია ასოცირდებოდა A(H1N1)pdm09 ქვეტიპთან, 15-64 ასაკის პოპულაციში;

ევროპის რეგიონში 2018-2019 წლების სეზონზე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს შორის A ტიპი დადასტურებულია 96.1%-ში. იმავე ჯგუფში, ვირუსის სუბტიპირებით დადგენილია, რომ 71%-ში გამომწვევია A(H1N1)pdm09 და 29%-ში A(H3N2). 67.8% - 0-4 წლისაა, 16.3% - 15-64 წლის.

წყარო: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი



18.იანვარი.2019 22:32
286

GIG: მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, დავით ბეჟუაშვილს განცხადება არ გაუკეთებია

ვრცლად
18.იანვარი.2019 21:31
189

როგორი იქნება ბუშის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია - ფოტო

ვრცლად
18.იანვარი.2019 20:42
56

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა უქმდება

ვრცლად
18.იანვარი.2019 20:25
35

VTB ბანკის მხარდაჭერით ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ონლაინ მაღაზია გაიხსნა

ვრცლად
18.იანვარი.2019 20:00
241

"სტატუსის არქონა ბახმაროს განვითარებას და იქ ინვესტიციების ჩადებას ზღუდავდა"

ვრცლად
18.იანვარი.2019 19:10
1408

„ანაკლია სითისა“ და UK Law Society ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ვრცლად