02.თებერვალი.2016 15:40
ბიზნესი

მსოფლიოში ცნობილი "ლაქტალისი" კომპანია "სანტეს" ერთ-ერთი აქციონერი გახდა

მსოფლიოში ცნობილი "ლაქტალისი" კომპანია "სანტეს" ერთ-ერთი აქციონერი გახდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიოში ცნობილი ფრანგული კომპანია "ლაქტალისის" და ქართული კომპანია "სანტეს" წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო გარემოს და თანამშრომლობის პერსპექტივებს.
 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ "ლაქტალისი" ქართული რძის პროდუქტების კომპანია "სანტეს" ერთ-ერთი აქციონერი გახდა, რაც კომპანიას მისცემს საშუალებას წარმოაჩინოს ქართული პროდუქტები მსოფლიო ბაზარზე და განავითაროს ადგილობრივი რძისა და რძის პროდუქტების წარმოება. ხაზი გაესვა, რომ ფრანგული კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული რძის პროდუქტების პოპულარიზაციაში და ხელს შეუწყობს ქართული ეკონომიკის განვითარებას.

"ლაქტალის ჯგუფის" ვიცე–პრეზიდენტმა მიშელ ნალემ პრემიერ–მინისტრს კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ქართული ყველი შეიძენს საერთაშორისო სტანდარტებს და პროდუქცია ქართული სავაჭრო ნიშნით გავა ექსპორტზე.

„საქართველოში, კომპანია "სანტეში" მსოფლიოში ცნობილი ბრენდი "ლაქტალისი" შემოდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზაქცია და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია საქართველოსთვის. "ლაქტალისი" უმსხვილესი კომპანიაა, სადაც 75,000 ადამიანი მუშაობს. კომპანია ქართულ პროდუქტს გაიტანს ევროპულ ბაზარზე და ქართული ბრენდით, ქართული სავაჭრო ნიშნით ცნობილი პროდუქტი გავა ბაზარზე. ეს ინვესტიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე საქართველოს იმიჯის განმტკიცების კუთხითაც, ვინაიდან "ლაქტალისი" საქართველოში შემოდის რეგიონში სამუშაოდ და მან აირჩია საქართველო, რათა სხვა რეგიონულ ქვეყნებთან ითანამშრომლოს ამ მიმართულებით. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით მის შემოსვლას საქართველოში", - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ლაქტალისი“ 1933 წელს ანდრე ბენიეს მიერ დაარსდა. დღეს, ოჯახის საკუთრებაში მყოფი "ლაქტალის ჯგუფი“ მრავალი წარმატებული საერთაშორისო ბრენდის მფლობელია, როგორიცაა: "პრეზიდენტი", "პარმალატი", "გალბანი". "ლაქტალის ჯგუფში“ ამჟამად დასაქმებულია 75,000 ადამიანი და მისი 200-ზე მეტი საწარმო მსოფლიოს 43 ქვეყანაშია განლაგებული.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას "ჯი–ემ–თი ჯგუფის" პრეზიდენტი, "სანტეს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი თავაძე და "სანტეს" გენერალური დირექტორი ერეკლე გამყრელიძე დაესწრნენ.



20.ნოემბერი.2018 17:43
124

სადაზღვევო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 19:00
1003

ფანჯარა, რომელსაც თვითწმენდის ფუნქცია აქვს - ქართველების უნიკალური გამოგონება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:00
1195

ელექტრონული დოკუმენტაციის გამოყენებისას ელექტრონული ხელმოწერა სავალდებულო ხდება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 10:30
105

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად
13.ნოემბერი.2018 19:20
224

ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზის განაკვეთი, შესაძლოა, გათანაბრდეს

ვრცლად
10.ნოემბერი.2018 10:45
453

ირანელებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დარგები საქართველოში

ვრცლად