29.მარტი.2016 14:49
მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა 10 მილიარდერი

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა 10 მილიარდერი
გამოცემა Forbes-მა მარტში, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ახალგაზრდა მილიარდერებისგან კაპიტალი თავისით მხოლოდ ხუთმა შექმნა, დანარჩენები კი ოჯახურ საკუთრებაში არსებული ბიზნესების წილს ფლობენ.
 
გთავაზობთ ამ რეიტინგის პირველ ათეულს.

1. ალექსანდრა ანდერსენი, - ასაკი: 19 წლის. კაპიტალი: 1,2 მილიარდი დოლარი. Forbes-ის სიაში იგი მამის დამსახურებით მოხვდა, რომლისგანაც ცნობილი ნორვეგიული კომპანია Ferd-ის წილის 42 პროცენტი მიიღო.
 
2. კატერინა ანდერსენი - ასაკი: 20 წლის, კაპიტალი: 1,2 მილიარდი დოლარი. მანც თავისი დის - ალექსანდრას მსგავსად, კაპიტალი მემკვიდრეობით მამისგან მიიღო.

3. გუსტავ მაგნარი - ასაკი: 22 წლის, კაპიტალი: 1,1 მილიარდი დოლარი. იგი კომპანია Salmar ASA-ის 47 პროცენტის მფლობელი მას შემდეგ გახდა, რაც მამამ 2013 წელს, თავისი აქციების “ბ“ კლასი მთლიანად ვაჟს დაუთმო.

4. ევან შპიგელსი - ასაკი: 25 წლის, კაპიტალი: 2,1 მილიარდი. იგი მობილურმა სერვისმა Snapchat-მა გაამდიდრა. Forbes- ის თანახმად, სერვისს ყოველდღიურად 100 მილიონი ადამიანი იყენებს. შპიგელი, რომელიც კომპანიას ხელმძღვანელობს, შეძლებული იურისტების ოჯახში გაიზარდა, განათლება კი სტენფორდში მიიღო, სადაც მომავალი პარტნიორები ბობი მერფი და რეჯი ბრაუნი გაიცნო. მათ ერთად გამოიგონეს Snapchat-ის წინამორბედი Picaboo.

5. ლუდვიგ ბრაუნი - ასაკი: 26 წლის, კაპიტალი: 1,2 მილიარდი. იგი ოჯახის კომპანიის 9,69 პროცენტის მფლობელია. მამამისი, ლუდვიგ გეორგი ბრაუნი, რომელიც 1977 წელს კომპანია B. Braun Melsungen AG-ს მართავდა და იგი სამედიცინო ტექნოლოგიების უდიდეს მწარმოებელი გახდა. ამჟამად კომპანიაში 54 000 ადამიანია დასაქმებული და 2014 წელს მისმა მოგებამ 5,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

6. ბობი მერფი - ასაკი: 27 წელი, კაპიტალი: 1,8 მილიარდი. ბობიმ და მისმა სტენფორდელმა მეგობარმა, ევან შპიგელსმა ერთად, შექმნეს Snapchat-ი.

7. ვან ხანი - ასაკი: 28 წლის, კაპიტალი: 1,3 მილიარდი დოლარი. მას ავიაკომპანია Juneyao Air-ი მამისგან ერგო, რომელიც 2004 წელს გარდაიცვალა. ახალგაზრდა მილიარდერი 27 კომპანიას ფლობს.

8. ლუკას უოლტონი - ასაკი: 29 წლის, კაპიტალი: 10,4 მილიარდი დოლარი. მან ქონება მამისგან მიიღო, რომელიც Wal-Martის მემკვიდრე იყო და 2005 წელს ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ლუკას მამის ქონების ერთი მესამედი ერგო.

9. ევა ბრაუნ-ლუისი - ასაკი: 29 წლის, კაპიტალი: 1,4 მილიარდი დოლარი. ის ბარბარა ბრაუნ-ლუისის ქალიშვილია, რომელიც სამედიცინო კომპანია B. Braun Melsungen AG-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. მისმა ბიძაშვილმა ლუდვიგ გეორგ ბრაუნმა ეს კომპანია 1977 წელს შეიძინა და საშუალო ფირმა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი გახადა.

10. ჯულიო მარიო სანტო დომინგო III - ასაკი: 30 წლის, კაპიტალი: 2,4 მილიარდი დოლარი. ნიუ-იორკელ DJ-ს თავისი ქონება ლუდის მაგნატი ბაბუისგან ერგო.



14.დეკემბერი.2018 17:20
202

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული პორტების ათეული

ვრცლად
13.დეკემბერი.2018 17:32
97

Apple ტეხასში $1 მილიარდის ღირებულების კამპუსს ააშენებს

ვრცლად
13.დეკემბერი.2018 16:14
103

ტერეზა მეი გადადგომას გადაურჩა და პრემიერის პოსტს ინარჩუნებს

ვრცლად
13.დეკემბერი.2018 15:48
107

როდის დატოვებს SWIFT-ის გენდირექტორი პოსტს

ვრცლად
13.დეკემბერი.2018 12:31
659

„ველოდებით საქართველოს მთავრობის პასუხს“ - ოფიციალური ირანის მორიგი განცხადება

ვრცლად
13.დეკემბერი.2018 10:00
422

Forbes: ჯოან როულინგმა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლის სტატუსი დაკარგა

ვრცლად