მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგში რომელ ადგილზეა თსუ?

5c94fb89cb352
ანუკა ჯოხაძე
23.03.19 00:10
1679
გამოცემა The Times Higher Education მსოფლიოს საუკეთესო უნივერისტეტების მე-16 ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს, რომელმაც საერთო ჯამში, 86 ქვეყნის 1250 უნივერსიტეტი გააერთიანა.

უნივერსიტეტები 13 ინდიკატორის მიხედვით შეფასდნენ, მთავარი აქცენტი კი, ძირითადად 5 მახასიათებელზე გაკეთდა, მათ შორისაა: სწავლება, კვლევა, კვლევის გავლენა, ინდუსტრიული სარგებლიანობა და საერთაშორისო მსოფლმხედველობა.

The Times Higher Education-ის წლევანდელ რეიტინგში საქართველოც სახელდება, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 1001+ ჯგუფში მოხვდა.

გასულ წელს რეიტინგში საქართველოს ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ მოხვდა, თუმცა 2016-2017 წლებში „თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, რომელმაც 980 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, თსუ 801+ ჯგუფში იყო. თსუ 2,9 ქულით შეფასდა. შედარებისთვის პირველ ადგილზე მყოფი უნივერსიტეტის ქულა 67-ის ტოლია. წლევანდელი სტატისტის მიხედვით, თსუ-ში გოგონებისა და ბიჭების თანაფარდობა 62:38-ზეა. საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა კი - 2%. ყველაზე მაღალი ქულა უნივერსიტეტმა საერთაშორისო მსოფლმხედველობის ნაწილში მიიღო.

საუკეთესო უნივერსიტეტების რაოდენობით აშშ და დიდი ბრიტანეთი ლიდერობენ. წლევანდელ რეიტინგში უნივერსიტეტის პირველი სამეული წინა წელთან შედარებით უცვლელია. პირველ ადგილებს ინაწილებენ ოქსფორდის, კემბრიჯისა და სტენფორდის უნივერსიტეტები. ოქსფორდის უნივერსიტეტში, რომელიც საერთო რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა 40%-ია, ხოლო კემბრიჯში ეს რიცხვი 37%-ია, სტენფორდში კი - 23%.

2019 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული:

ოქსფორდი
კემბრიჯი
სტენფორდი
მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
კალოფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
ჰარვარდი
პრინსტონი
იელი
ლონდონის კოლეჯი
ჩიკაგოს უნივერსიტეტი.