06.აპრილი.2016 17:58
მსოფლიო

მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიების 160 მილიარდ დოლარიანი გარიგება ჩაიშალა

მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიების 160 მილიარდ დოლარიანი გარიგება ჩაიშალა
მსოფლიოს ორი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის 160 მილიარდ დოლარიანი გარიგება შერწყმის თაობაზე ჩაიშალა. ამერიკულმა Pfizer-მა ირლანდიური Allergan Plc-თან გაერთიანებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც ამერიკაში გადასახადების შესახებ ახალი კანონი მიიღეს.

"როიტერსის" ინფორმაციით, ორი კომპანიის გაერთიანების შესახებ გარიგების ჩაშლა პრეზიდენტ ობამას გამარჯვებაა, რადგან ახალი საგადასახადო კანონი ქვეყანამ გასულ კვირას მიიღო და ის 36 თვის ვადით მსგავს გარიგებებს ზღუდავს.

ორი ფარმაცევტული კომპანიის შესაძლო შერწყმის თაობაზე ინფორმაცია გასულ წელს გახდა ცნობილი და ეს ფარმაციის ბაზარზე ყველაზე დიდი გარიგება უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც Pfizer-ი დუბლინში დარეგისტრირდებოდა.

რაც შეეხება ამერიკის საგადასახადო სისტემას, სამშაბათს თავის გამოსვლაში ბარაკ ობამამ გადასახადებისგან თავის არიდებას "ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა" უწოდა და კონგრესს მოუწოდა შეწყდეს გარიგებები, რომლებიც ამერიკულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, არ გადაიხადონ გადასახადები.

კომპანია Allergan-მა განაცხადა, რომ ის დააჩქარებს მის გეგმებს ისრაელის ბაზართან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის ფარმაცევტული კომპანიისთვის, 40 მილიარდიანი ბიზნესის მიყიდვას გულისხმობს. კომპანია გარიგების დასრულებას ზაფხულისთვის ელოდება. Pfizer-მა, კი გარიგების ხარჯები უნდა აანაზღაუროს, რაც დაახლოებით 150 მილიონ დოლარს მოიცავს. Allergan-ის აქციების ფასი მიმდინარე კვირაში 15%-ით დაეცა.

"როიტერსი" წერს, რომ ამერიკულმა კანონმა, სხვა მსხვილი გარიგებების ჩაშლაც გამოიწვია. მაგალითად გამოცემას 2014 წელს ჩაშლილი გარიგება მოჰყავს, რომლის ღირებულებაც 55 მილიარდი დოლარი იყო და ამერიკული AbbVie Inc-ისა და ირლანდიაში რეგისტრირებული Shire Plc-ის შეთანხმებას ეხებოდა.



17.ოქტომბერი.2018 21:00
93

"აშშ ცდილობს კონკურენცია გაუწიოს რუსეთს ენერგომატარებლების ბაზარზე"

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 19:20
80

მსოფლიოს უმსხვილესი სტარტაპ-კომპანიები მსოფლიოში

ვრცლად
16.ოქტომბერი.2018 21:05
669

Huawei-მ ინოვაციური სმარტფონები წარადგინა - ვიდეო

ვრცლად
16.ოქტომბერი.2018 17:00
47

საუდის არაბეთი ნავთობის გაძვირებით იმუქრება

ვრცლად
16.ოქტომბერი.2018 14:06
114

Microsoft-ის თანადამფუძნებელი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვრცლად
15.ოქტომბერი.2018 16:51
57

კონტროლი ვალუტით, შესაძლო, მანიპულირებაზე - ტრამპის გეგმები „სავაჭრო ომში“

ვრცლად