02.იანვარი.2016 13:45
მსოფლიო

მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე 20 ქვეყანა 2030 წლისთვის

მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე 20 ქვეყანა 2030 წლისთვის
ამერიკელმა ექსპერტებმა მსოფლიო ქვეყნების მომავალი 15 წლის მშპ-ს ზრდის რეიტინგი შეადგინეს. რეიტინგმა აჩვენა, რომ 15 წლის შემდეგ, აშშ-ის უპირატესობა გაცილებით ნაკლები იქნება. ზოგიერთი განვითარებადი ბაზრები წინ წამოიწევენ და ევროპის ლიდერ, წამყვან ქვეყნებს გაუსწრებენ. ასეთია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო მაკროეკონომიკური პროგნოზის სქემა:

მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის რეიტინგი 2030 წლისთვის

აშშ - 24,8 ტრილიონი დოლარი
ჩინეთი - 22,2 ტრილიონი დოლარი
ინდოეთი - 6,6 ტრილიონი დოლარი
იაპონია - 6,4 ტრილიონი დოლარი
გერმანია-4,5 ტრილიონი დოლარი
ბრაზილია - 4 ტრილიონი დოლარი
დიდი ბრიტანეთი - 3,6 ტრილიონი დოლარი
საფრანგეთი - 3,3 ტრილიონი დოლარი
კანადა - 2,6 ტრილიონი დოლარი
რუსეთი - 2,4 ტრილიონი დოლარი
იტალია - 2,3 ტრილიონი დოლარი
მექსიკა - 2,3 ტრილიონი დოლარი
ინდონეზია - 2,1 ტრილიონი დოლარი
ავსტრალია - 1,9 ტრილიონი დოლარი
სამხრეთ კორეა - 1,9 ტრილიონი დოლარი
ესპანეთი - 1,8 ტრილიონი დოლარი
თურქეთი - 1,6 ტრილიონი დოლარი
არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 1,3 ტრილიონი დოლარი
ნიგერია - 1 ტრილიონი დოლარი
ნიდერლანდები - 1 ტრილიონი დოლარი

მშპ-ს ზრდის მიხედვით, დღეს ინდოეთი მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, ინდოეთი ბრაზილიას, დიდი ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და იაპონიას გაუსწრებს და მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილს დაიკავებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ინდოეთს მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე ხედავს და პროგნოზირებს, რომ უახლოესი 15 წლის მანძილზე მოქალაქეების შრომისუნარიანობის ასაკი მიხედვით, ინდოეთი მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა გახდება.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, იაპონიის ეკონომიკა 90-იანი წლებიდან სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ უკვე ათი წელია სტაგნაციას განიცდის და სავარაუდოდ, მომდევნო 15 წლის განმავლობაში ძალიან მოკრძალებულ წარმატებებს აჩვენებს.

რუსეთი არსებულ რეიტინგში მეათე ადგილზეა (დღეს რუსეთის ფედერაცია მეხუთე ადგილზეა). ნავარაუდევია, რომ რუსეთის ეკონომიკა უმნიშვნელო რაოდენობით გაიზრდება. ნავარაუდებია, რომ რუსეთის ეკონომიკის ვარდნა 2017 წელს შეწყდება და 2018 წლიდან ქვეყნის მშპ წელიწადში მინიმუმ 3%-ით გაიზრდება.

პროგნოზის მიხედვით, ყველაზე ცუდ შედეგს იამაიკა აჩვენებს, ხოლო აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მაგალითად, უგანდა 18 პუნქტით გაზრდის თავის რეიტინგს და 91-ე პოზიციას დაიკავებს.



25.სექტემბერი.2018 10:48
105

ნავთობის ფასი $80-ს გადასცდა

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 21:00
417

ქალაქები სადაც ყველაზე მეტი საცობია

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 20:00
407

რობოტიზაციის ეფექტი: 5 მილიონი დასაქმებული, დაუსაქმებელი რჩება

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 18:24
84

გერმანიაში სკოლის მასწავლებლების დეფიციტია

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 18:03
190

VERSACE-ს MICHAEL KORS ყიდულობს

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 16:01
152

UNICEF ფრანგული ოფისი შემოწირულობებს კრიპტოვალუტაშიც მიიღებს

ვრცლად