14.მარტი.2019 17:37
ეკონომიკა

მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს ტიტულის მოსაპოვებლად ქართველი სომელიეც იბრძოლებს

მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს ტიტულის მოსაპოვებლად ქართველი სომელიეც იბრძოლებს
ხვალ, 15 მარტს ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) ეგიდით კონკურსის - “მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2019”- ფინალი იმართება.

საქართველოს ისტორიაში პირველად, ამ მაღალი რანგის კონკურსზე საქართველოს სახელით „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2018“-ის ტიტულის მფლობელი თამაზ თამაზაშვილი იასპარეზებს.

“ძალიან მიხარია, რომ საქართველო წარმოდგენილი იქნება კონკურსზე. 2018 წლის ივნისში საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) 49-ე გენერალურ ასამბლეას თბილისში უმასპინძლა, რომლის ფარგლებში საშუალება გვქონდა, რომ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი სომელიეებისთვის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონებისთვის გაგვეცნო ქართული ღვინო, ჩვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, ისტორია, წეს-ჩვეულებები. ჩატარდა საქართველოს საუკეთსო ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია, საფერავის ძირითადი ორგანოლეპტიკურიმახასიათებლების (მარკერების)დადგენის საერთაშორისო სესია, ნანა ჯორჯაძის ფილმის “ღვინის ნულოვანი მერიდიანი”-ს ეროვნული პრემიერა. ასე რომ სომელიეთა მსოფლიო კონკურსზე უკვე კარგად ნაცნობ ქვეყნად წარვსდგებით“, - აცხადებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი და “მარანი ხეცურიანი”-ს დამფუძნებელი შალვა ხეცურიანი.

ცნობისთვის: კონკურსი „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე“ საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (ASI) მიერ, 1969 წელს დაარსდა და სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს კონკურსის არსებობიდან საიუბილეო 50-ე წელია და სიმბოლურია, რომ სწორედ იმ ქალაქში, ანტვერპენში, გაიმართება, სადაც პირველად ჩატარდა.

კონკურსის ქართველი მონაწილე თამაზ თამაზაშვილი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ აკრედიტებული სომელიე, თბილისის ღვინის სკოლისა და WSET-ის კურსდამთავრებულია. მან გასულ წელს, სხვა აკრედიტებულ სომელიებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამართულ კონკურსში „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2018“ და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

კონკურსის, “საქართველოს საუკეთესო სომელიე 2018“-ის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, თბილისის ღვინის სკოლა, ავსტრიული კომპანია „რიდელი“, „რედისონ ბლუ ივერია ჰოტელ თბილისი“, „ღონისძიებების სივრცე-რესპუბლიკა“, „წინანდლის მამული“, „გდ ალკო“, „ბადაგონი“, „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“, „ბატონო“, „შატო მერე“, „ვინივერია“, „ძმები ასკანელი“, „თელიანი ველი“, „მეღვინეობა ბესინი“, „შუმი“, „შატო ზეგაანი“, „კახეთის ღვინოები“, კვების დაწესებულებების ბიზნეს განვითარების სააგენტო „გასტრონავტი“ და „მარანი ხეცურიანი“.

2018 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე თამაზ თამაზაშვილი და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი უკვე გაემგზავრნენ ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში,სადაც 2019 წლის 15 მარტს იმართება კონკურსის - “მსოფლიოს საუკეთესო სომელიე 2019”- ფინალი.

ამ კონკურსში ყოველთვის მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სომელიეები მონაწილეობენ.წინა კონკურსში შვედმა სომელიემ,არვიდ როზენგრენმა გაიმარჯვა. ბოლო მონაცემებით, წლევანდელ კონკურსში გამარჯვების მოპოვებას 66 ქვეყნის წარმომადგენელი შეეცდება, მათ შორის - ქართველი სომელიე, თამაზ თამაზაშვილიც იქნება.
ავტორი: თელარა გელანტია



22.მარტი.2019 01:04
154

“Conti უნდა ყოფილიყო გარანტი, რომ პროექტის წარმატება მიღწეული იქნებოდა, დღეს მას ვერ ვხედავთ” - ცქიტიშვილი

ვრცლად
22.მარტი.2019 01:00
93

„ყოველი ჩვენი მუშაობის დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს“

ვრცლად
22.მარტი.2019 00:10
174

„ლენდმარკ ბაკურიანი“ 5 ყველაზე „გიჟურ“ პროექტს შორის მოხვდა

ვრცლად
21.მარტი.2019 23:29
192

კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს პრობლემის მოგვარებას ჰპირდება

ვრცლად
21.მარტი.2019 23:20
77

ცქიტიშვილი: ვალდებულნი ვართ, ანაკლიის პროექტში ინვესტორის ინტერესების მხარდამჭერები

ვრცლად
21.მარტი.2019 23:14
109

დავით კირკიტაძე: ვილნიუსის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი მთაწმინდაზე უპრეცედენტოა

ვრცლად