მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს ცნობილი უნივერსიტეტების 5 უფასო ონლაინ კურსი, რომლის გავლაც თებერვალში შეგიძლიათ

56af75cb9bc52
BM.GE
01.02.16 18:44
6201
"ბიზნესკონტაქტი" გთავაზობთ მსოფლიოს ცნობილი უნივერსიტეტების 5 უფასო ონლაინ კურსს, რომლის დაწყებაც თებერვალში შეგიძლიათ. კურსების გავლა უფასოა, თუმცა უნივერსიტეტის სერთიფიკატის მისაღებასდ სტუდენტს თანხის გადახდა უწევს. 
 
პროექტების მართვა, - კურსს ადელაიდას უნივერსიტეტი გთავაზობთ (The University of Adelaide). სწავლა 17 თებერვალს იწყება და 6 კვირის განმავლობაში გრძელდება. კურსი უფასოა, თუმცა სერთიფიკატის ასაღებად სტუდენტს 50 დოლარის გადახდა მოუწევს. სალექციო კურსი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

ინტელექტუალური საკუთრება, სამართალი და პოლიტიკა, - კურსს პენსილვანიის უნივერსიტეტი გთავაზობთ (Penn). სწავლა 2 თებერვალს იწყება და მისი ხანგრძლივობა 6 კვირაა. კურსის გავლის შემდეგ, უნივერსიტეტის სეთიფიკატის ასაღებად სტუდენტს 49 დოლარის გადახდა მოუწევს. 
 
ჯანდაცვა, - ფიზიკური აქტივობა და ჯანმრთელობა, - კურსს McGill-ის უნივერსიტეტი გთავაზობთ და ის 10 თებერვალს დაიწყება. სწავლის ხანგრძლივობა 10 კვირაა. კურსი უფასოა, თუმცა სერთიფიკატის ღირებულება ამ შემთხვევაშიც 49 დოლარია.

ენერგეტიკა, - დარგის სუბსიდირების რეფორმა, - კურსს საერთაშორისო სავალუტო ფონდი გთავაზობთ (IMF), მისი ხანგრძლივობა 4 კვირაა და ის 24 თებერვალს იწყება. კურსის გასავლელად ინგლისურის ენის ცოდნაა საჭირო.

აინშტეინის რევოლუცია, - კურსს ჰარვარდის უნივერსიტეტი გთავაზობთ. კურსი შედარებით ხანგრძლივია, ის 14 კვირას მოიცავს, ხოლო სერთიფიკატის ღირებულება 150 დოლარია. სწავლა 16 თებერვალს იწყება.

წყარო: edX.org