მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძე სახელმწიფო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვით ამაყობს

BM.GE
13.02.19 11:38
1172
მამუკა ბახტაძე მიწის რეფორმის საექსპორტო პოტენციალს ხედავს. პრემიერი რეფორმით ამაყობს და მიიჩნევს, რომ ბევრ ქვეყანას შეუძლია ამ გამოცდილების გაზიარება. მამუკა ბახტაძის თქმით, პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. 2017 წელს საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო რევოლუციური - ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა სახელმწიფო სექტორში და კერძოდ, სახელმწიფო სერვისებში. მიწის რეგისტრაციის რეფორმა კი იყოს საპილოტე პროექტი, რომელშიც მოხდა ბლოკჩეინის გამოყენება.