მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო თასი პარაფარიკაობაში თბილისში გაიმართება

5b0a6732ae8ed
სალომე ჭიპაშვილი
27.05.18 12:08
691
მსოფლიო თასი პარაფარიკაობაში თბილისში ჩატარდება. როგორც BM.GE-სთვის გახდა ცნობილი, შეჯიბრი 8-11 ნოემბერს „ჰუალინგ თბილისში“ გაიმართება. თბილისს 25 ქვეყნის 350-მდე დელეგატი და სტუმარი ეწვევა. სტუმრებიც და შეჯიბრში მონაწილეებიც „ჰუალინგ თბილისში“ განთავსდებიან.

საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი 1989 წელს ჩამოყალიბდა. დღეს მის შემადგენლობაში 163 ქვეყნის ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი და 5 საერთაშორისო სპორტული ფედერაცია შედის. პარაოლიმპიელები 20-ზე მეტ სპორტულ დისციპლინაში მონაწილეობენ, მათ შორისაა: მშვილდოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ძალოსნობა, ველოსპორტი, კალათბურთი, ფეხბურთი, ჰოკეი, ფარიკაობა, თხილამურობა, მაგიდის ჩოგბურთი და სხვა სახეობები.