მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა 2008 წლის მინიმუმს მიაღწია. "ბლუმბერგის" ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 1,25 დოლარით გაიაფდა და ბარელზე 36,68 დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე კი WTI-ის მსუბუქი ნავთობის ფასმა ბარელზე 34,71 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის თებერვლის შემდეგ.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, ნოემბერში ნავთობის მოპოვებამ მსოფლიო ბაზარზე დღე-ღამეში 96,9 მილიონ ბარელს გადააჭარბა. ოპეკის არაწევრ ქვეყნებში კი ნავთობის მოპოვებამ დღე-ღამეში 58,5 მილიონი ბარელი შეადგინა. ამასთან ერთად, ინვესტორები საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.