მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განსხვავებული სარეზერვო მოთხოვნები ბანკებისთვის

BM.GE
24.05.21 10:04
455
აპრილში საინტერესო და გამოსაყოფი ამბებიდან სებ-ის მხრიდან ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების წესის ცვლილების დაანონსება, რომლითაც მარეგულირებელი ლარიზაციის პროცესის გაძლიერების მიზნით ბანკებისთვის განსხვავებული სარეზერვო მოთხოვნების ამოქმედებას გეგმავს. ცვლილების შემთხვევაში სარეზერვო მოთხოვნა თავად ბანკებში არსებულ სავალუტო დეპოზიტების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. რაც უფრო მაღალია ბანკში დეპოზიტების დოლარიზაცია, მით უფრო მაღალი იქნება მისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები - ამ მოდელით სებ-ი საბანკო სისტემაში დეპოზიტების ლარიზაციის ზრდას გეგმავს. რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ეს ცვლილება იმ მიზნისთვის, რომლის სახელითაც საფინანსო ბაზარს სიახლეებს სთავაზობენ და ჩნდება თუ არა ფულზე ხელმისაწვდომობისათვის დამატებითი ბარიერები?

სტუმარი: ალექსანდრე ძნელაძე, საქართველოს საბანკო ასოციაცია, პრეზიდენტი.