05.თებერვალი.2016 13:11
ეკონომიკა, ექსკლუზივი

მსოფლიო ბანკი: საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევა საგარეო შოკებია

მსოფლიო ბანკი: საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევა საგარეო შოკებია
მსოფლიო ბანკის რეგიონალური ხელმძღვანელი, მერსი ტემბონი რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას პოზიტურად აფასებს. "ბიზნესკონტაქტთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მერსი ტემბონი ამბობს, რომ ბანკი საქართველოში 2016 წელს 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

"მიუხედავად არა ერთი სირთულისა, საქართველოს ეკონომიკა იზრდება. 2016 წელს 3 პროცენტიან ზრდას ვვარაუდობთ და ეს კარგი მაჩვენებელია რეგიონის 2,1 პროცენტიანი ზრდის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ვფიქრობ, საქართველოსთვის ახლა ყველაზე დიდი გამოწვევაა თუ როგორ გაართმევს თავს საგარეო შოკებს. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა სტაბილური მაკრო-ეკონომიკური და ფისკალური სიტუაციის შენარჩუნებაც. ქვეყანა მის საზღვრებს გარეთ არსებულ სიტუაციას უნდა მოერგოს, რამდენადაც რეგიონის ბევრ ქვეყანაში ეროვნული ვალუტების გაუფასურება შეინიშნება. ამ გამოწვევების დასაძლევად საქართველომ გონივრული, ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები უნდა გაატაროს.

ერთ-ერთი მიმართულება, რაშიც ჩვენ აქტიურად ვეხმარებით მთავრობას ის არის, რომ საქართველო უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს და ქვეყანაში კერძო სექტორი განვითარდეს, რომელიც სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების წყარო იქნება. საქართველოს ამ მხრივ მიღწევები უკვე აქვს, თუმცა გაუმჯობესებაა საჭირო. ქვეყანაში არის დიდი და პატარა კომპანიები და აუცილებელია მათ შორის სივრცის შევსება. მცირე და საშუალო საწარმოები ნებისმიერი კერძო სექტორის განვითარების ქვაკუთხედია. ის საჭიროა, რათა არსებული უნარები და ადამიანური კაპიტალი აითვისონ. ასეთი კომპანიების შექმნის მთავარი წინაპირობა კაპიტალის ბაზარია, სადაც ისინი დაფინანსების მოპოვებას და თავიანთი არაჩვეულებრივი იდეების რეალობაში განახორციელებას შეძლებენ. კაპიტალის ბაზრის შექმნა აუცილებელია და მასში მოიაზრება საბანკო სექტორი და ის საფინანსო სტრუქტურები, რომლებიც ფინანსურ ბაზარზე არსებობს“, - აღნიშნავს მერსი ტემბონი.



26.მაისი.2018 21:15
53

ენერგოეფექტურობის პირველ ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დასრულდა

ვრცლად
26.მაისი.2018 20:10
64

მცხეთის გენგეგმისთვის ახალი, 1,8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა

ვრცლად
26.მაისი.2018 19:00
163

როგორ მიეწოდება ელექტროენერგია ოკუპირებულ აფხაზეთს „ენგურჰესის“ გარეშე?

ვრცლად
26.მაისი.2018 17:40
181

თბილისის ცენტრიდან რკინიგზის სატვირთო ნაწილის გადატანის სცენარები

ვრცლად
26.მაისი.2018 17:20
119

„უსახელაურის ვენახების“ ღვინო ექსპორტზე გერმანიასა და ჩინეთში გავიდა

ვრცლად
26.მაისი.2018 17:00
115

გაზსაცავის მშენებლობას KFW 150 მლნ აშშ დოლარით დააფინანსებს

ვრცლად