14.თებერვალი.2016 15:34
საფინანსო სექტორი, ექსკლუზივი

მსოფლიო ბანკი: საჭიროა ადამიანების დარწმუნება, თუ რა სარგებელი აქვს დეპოზიტების დაზღვევას

მსოფლიო ბანკი: საჭიროა ადამიანების დარწმუნება, თუ რა სარგებელი აქვს დეპოზიტების დაზღვევას
„თუ დეპოზიტების დაზღვევა იმუშავებს, დეპოზიტარები დარწმუნებულნი იქნებიან, რომ რაც არ უნდა მოუვიდეს ბანკს საკუთარ თანხას მიიღებენ", - ამბობს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში. მერსი ტემბონი, აცხადებს, რომ დაცვის მექანიზმების არსებობა ქვეყნისთვის აუცილებელია.
 
- ჩვენ ყველაფერი გვინახავს, წარმატების მაგალითებიც და შეცდომებიც. ამიტომ ჩვენი მიზანია საუკეთესო პრაქტიკა მოვიტანოთ საქართველოში მსოფლიოდან. არიან ქვეყნები რომლებმაც ეს წარმატებით შეძლეს, მყარი საპენსიო სქემები შექმნეს. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ დაცვის მექანიზმები აუცილებელია ყველგან, რათა ცუდი არაფერი მოხდეს საპენსიო ფონდებთან მიმართებაში. ამას მივყავართ კიდევ ერთ მიმართულებასთან, სადაც ჩვენ ასევე ვუჭერთ მხარს საქართველოს - ეს არის დეპოზიტების დაზღვევის სისტემა.

- რომელიც არც ისე დადებითი შეფასებით სარგებლობს კერძო სექტორის მხრიდან, განსაკუთრბით კი საბანკო სექტორისაგან...

- ადამიანი ვერასოდეს ხვდება რაღაცის მნიშნველობას, სანამ არ დაკარგავს მას. რატომ მიდიხართ ბანკში? იმიტომ რომ გაქვთ ნდობა, რომ ისინი შეინახავენ თქვენს ფულს, დაგარიცხავენ სარგებელს და დაგიბრუნებენ როცა დაგჭირდებათ. ერთი წამით წარმოიდგინეთ რა მოხდება თუ ბანკი გაკოტრდება, რა მოუვათ დეპოზიტარებს, რომლებსაც არ აქვთ დაზღვევა - ეს ნიშნავს, რომ ფული არ არის სანდოდ შენახული. მაგრამ თუ დეპოზიტების დაზღვევა იმუშავებს, დეპოზიტარები დარწმუნებულნი იქნებიან, რომ რაც არ უნდა მოუვიდეს ბანკს საკუთარ თანხას მიიღებენ.

- თუმცა, აქაც არის არგუმენტი, საბანკო სექტორის მხრიდან, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში არცერთი ქართული ბანკი არ გაკოტრებულა, რის გამოც ბანკები ვერ ხედავენ ამის აუცილებლობას

- იცით, რაც მოხდა წარსულში, ვერ იქნება იმის გარანტია თუ რა მოხდება მომავალში. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა მთელს მსოფლიოს მოულოდნელად დაარტყა, მაშინ როდესაც ყველა ბედნიერი იყო და ეკონომიკა იზრდებოდა. ეს უბედურ შემთხვევას გავს, არასოდეს იცი როდის მოხდება, თუმცა შეგიძლია მომზადებული შეხვდე მას. სწორედ ეს არის დაზღვევის სქემების არსი - წვიამიანი დღისთვის მზადება, რათა დარწმუნებული იყო, რომ წვიმა თუ წამოვა თან ქოლგა იქონიო.

- რა ეტაპზე ხართ დეპოზიტების დაზღვევის რეფორმაში? რა რეკომენდაციებს აწვდით მხარეებს? ყველა მხარეა ჩართული ამ კონსულტაციებში?

- დიახ, ძალიან ბევრი საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს. ჩვენ ვერ გვექნება ფუნქციონირებადი სქემა თუ ყველა მხარე არ იქნება ჩართული კონსულტაციებში. ბუნებრივია, არიან მხარეები, რომლებიც თანახმა არიან, არიან ისეთებიც, ვინც ყოყმანობს და არიან ისეთებიც, ვინც უარს ამბობს, მაგრამ მთავარია საკომუნიკაციო სტრატეგიაში გათვალისწინებული იყოს ყველა მხარის ჩართულობა. კომუნიკაცია ძალიან მნიშნველოანია. საჭიროა ადამიანების დარწმუნება, თუ რა სარგებელი აქვს ამ სქემას. ასე რომ ჩვენ ეტაპობრივად მივდივართ წინ და მე მჯერა, რომ საბოლოოდ სქემა ამუშავდება, ხოლო ადამიანები დაინახავენ მის უპირატესობას. იცით, სწორედ ასეთი კრიტიკა იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობისასაც, ბევრს ეპარებოდა ეჭვი მის განხორციელებაში, მგრამ პროექტი შედგა. უკვე ვიმგზავრე ამ გზაზე ქუთაისისკენ და აღფრთოვანებული დავრჩი იმ განვითარების დონით რაც ამ გზას თან გასდევს: მის გასწვრივ უამრავი მაღაზიაა, ადამიანები ჩერდებიან ყავის დასალევად... ეს ის საქართველო აღარ არის რომელიც ათი წლის წინ იყო, ეს სხვა საქართველოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია.
ავტორი: ანა ცხოვრებოვა



25.მაისი.2018 11:44
63

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

ვრცლად
25.მაისი.2018 10:49
60

ეროვნული ბანკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების გამოქვეყნებას იწყებს

ვრცლად
24.მაისი.2018 20:00
283

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 1 აქციაზე შემოსავალმა 0.068 ლარი შეადგინა

ვრცლად
24.მაისი.2018 14:36
125

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,48 ლარად ივაჭრება

ვრცლად
23.მაისი.2018 18:00
162

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზარეს" რეგისტრაცია გაუუქმდა

ვრცლად
23.მაისი.2018 13:16
82

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ვრცლად