მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 5,2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

5875d7422c47f
BM.GE
11.01.17 10:55
1861
მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 5,2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც ივლისის პროგნოზთან შედარებით, 0,7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მომდევნო წელს მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 5,3%-ით გაიზრდება, ხოლო 2019 წელს კი 5%-ით.

რაც შეეხება 2016 წელს, - მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3,4%-ს შეადგენს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რეგიონის ეკონომიკურ ზრდაზე მთავარი გავლენა იქონია რუსეთსა და თურქეთში ეკონომიკების შემცირებამ. ამასთან, გაული წლის ბოლოს არასტაბილურობა შეიმჩნეოდა გაცვლითი კურსებისა ფინანსური ბაზრების კუთხით.

მსოფლიო ბანკი რეგიონში 2017-2019 წლებში, 2,7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკი აზერბაიჯანში 1,2%-იან ზრდას ელოდება, რუსეთში 1,5%-იანს, თურქეთში 3%-იანი ეკონომიკური ზრდაა პროგნოზირებული, ხოლო უკრაინაში კი 2%-იანი.