მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პრეზენტაცია გამოფენაზე

BM.GE
02.03.20 10:41
1449
პარასკევს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. სადაც მოტივირებული სტუდენტები და მათი ოჯახები ხვდებიან განათლების პრესტიჟულ პროვაიდერებს მთელი მსოფლიოდან. ღონისძიება იზიდავს პერსპექტიულ სტუდენტებს, დაინტერესებულ მშობლებს, მეცნიერებსა და აკადემიურ პერსონალს, ასევე ამ სფეროსთან დაკავშირებულ პროფესიონალებს. 2020 წლის გამოფენაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი პრეზენტაციაც გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ალექსანდრე თევზაძე, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები და აბიტურიენტები დაესწრნენ.