15.მარტი.2019 10:22
საზოგადოება

მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალების რეაბილიტაციაზე 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალების რეაბილიტაციაზე 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
თბილისის განვითარების ფონდი მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდების, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ამ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბი.

რეაბილიტირებულ არეალში კეთილმოეწყობა მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველებური ნივთებით ვაჭრობის სივრცეებიც, რის შედეგადაც მოგვარდება მრავალწლიანი პრობლემები, რომელიც დისკომფორტს ქმნის თვითდასაქმებულებისთვის, ადგილობრივი მომხმარებლებისა და ტურისტებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის - მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას დედაქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებთან.

პროექტის საერთო ღირებულება 9 679 520 ლარს შეადგენს და ის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



19.მარტი.2019 20:56
3

მობილური ოპერატორი "ჯეოსელი" გათიშულია

ვრცლად
19.მარტი.2019 17:00
447

რა ცვლილებები შედის პირველკლასელთა რეგისტრაციაში?

ვრცლად
19.მარტი.2019 16:00
734

როდის შემცირდება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხანგრძლივობა?

ვრცლად
19.მარტი.2019 14:45
674

Tbilisi Open Air 21-23 ივნისს გაიმართება

ვრცლად
19.მარტი.2019 12:45
525

აშშ-ის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით "რადიო თავისუფლების" ქართული ოფისის დახურვა იგეგმება

ვრცლად
19.მარტი.2019 10:36
610

31 მარტს ბათუმში ტურიზმის ფესტივალი "ტურისტერი" გაიმართება

ვრცლად