მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშრალი და ზაარბრუკენის ხიდების, დედა ენისა და 9 მარტის ბაღის რეაბილიტაციაზე 10 მილიონამდე დაიხარჯება

5be01f3bca14e
თამუნა დემეტრაშვილი
05.11.18 14:44
958
მშრალი ხიდის, ზაარბრუკენის ხიდისა, დედა ენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაციაზე 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვაზე თბილისის განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სამუშოების ფარგლებში, ორივე ხიდზე განათების სისტემები შეიცვლება, ასევე გაკეთდება დეკორატიული მინათებები, რაც შეეხება დედა ენისა და 9 მარტის ბაღებს, აქ სივრცეების სრული რეაბილიტაცია იგეგმება, შეიცვლება ქვის საფარი, ბორდიურები, განათება, განახლდება სკამები, სარწყავი სისტემა და სხვა. აღსანიშნავია, რომ ბაღების რეაბილიტაციაზე, ტენდერები ცალ-ცალკე ლოტად თბილისის მერიამ ჯერ კიდევ წლის დასაწყისშიც გამოაცხადა, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.

ამჯერად, ოთხივე ობიექტის სარეაბილიტაციის სამუშაოები, თბილისის განვითარების ფონდის განკარგულებაში გადმოვიდა. შეგახსენებთ, რომ თბილისის განვითარების ფონდი უძღვება ასევე ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის სამუშაოებსაც.