მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა

5ba88b780787a
BM.GE
24.09.18 11:00
804
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა 4,3 პროცენტით. აღნიშნული ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13,9 პროცენტიანი მომატებით, რამაც 3,53 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ფასები 1,3 პროცენტით გაიზარდა სამშენებლო მასალებზე, ხოლო 0,5 პროცენტით - ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე. წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 1,8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 7,5 პროცენტიანი ზრდით, რაც 4,01 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ზრდაზე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა 8,1 პროცენტიანი კლება მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ჯგუფზე, რაც -2,4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.