მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოზიდული პრემიის მოცულობის მიხედვით, ბაზრის ლიდერი GPI ჰოლდინგია

5bf3b92b26d3a
BM.GE
20.11.18 11:31
586
მოზიდული პრემიის მოცულობის მიხედვით, სადაზღვევო ბაზრის ლიდერი "ჯიპიაი ჰოლდინგია“. მიმდინარე წლის 9 თვეში კომპანიამ 88 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-თ მეტია. მეორე პოზიციას ინარჩუნებს "ალდაგი", მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას წინა წელთან შედარებით შემოსავალი შეუმცირდა. გასულ წელს "ალდაგმა“ 71 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, თუმცა წელს 9 თვეში, მისი მოცულობა 12%-ითაა შემცირებული. 51,3 მილიონით მესამე პოზიციაზეა და შემოსავლები 17%-ით გაეზარდა "იმედი L’-ს. მეოთხე პოზიციაზე "თიბისი დაზღვევაა", რომელსაც მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, პრემიის ყველაზე დიდი ზრდა უფიქსირდება. თუკი გასულ წელს, "თიბისი დაზღვევამ" 19,6 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, წელს ეს მაჩვენებელი 128%-ითაა გაზრდილი. შემოსავალების მიხედვით მეხუთე პოზიციაზე კი "უნისონია“. კომპანიამ წელს 9 თვეში 33 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 63%-ით მეტია.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჯამში 17 სადაზღვევო კომპანიის მიერ, მიმდინარე წლის 9 თვეში 417 მილიონი ლარის პრემიაა მოზიდული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 20%-ით მეტია.