01.თებერვალი.2016 09:52
საფინანსო სექტორი

მოუსმენს თუ არა პარლამენტი, სებ-ის ანგარიშს გიორგი ქადაგიძის ვადის ამოწურვამდე?

მოუსმენს თუ არა პარლამენტი, სებ-ის ანგარიშს გიორგი ქადაგიძის ვადის ამოწურვამდე?
მოუსმენს თუ არა პარლამენტი, გიორგი ქადაგიძის ვადის ამოწურვამდე ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს? - ეს კითხვა ბოლო რამენიმე კვირაა აქტუალობას არ კარგავს. განსხვავებული პოზიციებია პარლამენტშიც. სწორედ ამიტომ "ბიზნესკონტაქტმა" გადაწყვიტა ერთგვარი გამოკითხვა ჩაეტარებინა და თქვენთვის წამყვანი ეკონომიკური კომიტეტებიდან, საპარლამენტო უმრავლეობის შეფასებები გაეცნო.
 
თამაზ მეჭიაური: ქადაგიძეს არავინ არ უშლის, რომ თავისი 7 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინოს ეროვნულ ბანკში ან რომელიმე საკონფერენციო დარბაზში. თუ ჩვენც მიგვიწვევენ მივალთ, ეს არაა პრობლემა. აქ საუბარია 2014 წლის ეროვნული ბანკის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშზე, დღეს კი ამ ანგარიშმა აქტუალობა დაკარგა, 2016 წელია. ამ ანგარიშს რატომღაც უნდათ რომ პოლიტიკური სახე შესძინონ. ჩემთვის მაგალითად, უფრო მნიშვენლოვანი იქნებოდა ფინანსური სტაბილურობის ანგარიში მომესინა, ან სამომავლო გეგებზე გვესაუბრა იგივე მაგალითად ლარზე. ჩემი აზრით, უფრო საინტერესო იქნება იმის ანგარიშს მოვუსმინოთ ვინც სამომავალო გეგმები უნდა განახორციელოს და არა მისი ვინც შეიძლება თავის მოსაზრებები გამოთქვას, მერე ქუდი დაიხურავს და წავიდეს. თუ ქადაგიძე წარადგენს ამ ანგარიშს ძალიან ბევრი კითხვა არ მექნება, კითხვა უნდა დასვა იმიტომ რომ აზრი გამიუტანო და არა იმიტომ, რომ ვიღაცას დაუმტკიცო რომ რაღაცას არასწორად აკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა იმას ვინ წარადგენს ანგარიშს, თუმცა დროის თვალსაზრისით თუ როდის იქნება მოსმენა, ამას ბიურო გადაწყვეტს.

გოგი თოფაძე: ეს არის საკითხი, რომელზეც კომენტარს არ გავაკეთებ.

ზურაბ ტყემალაძე: ეს ანგარიში საინტერესო შეიძლება ნაკლებად იყოს. ჩვენ ეს მოსმენილი გვაქვს კომიტეტებზე და ვერდიქტიც გამოტანილია, მაგრამ რა ვქნათ ეს სარეგლამენტო მოთხოვნაა და ჩვენ მათ ყველა ვარიანტში უნდა მოვუსმინოთ. ეს გავლილი თემაა, კითხვები უფრო 2015 წელთან დაკავშირებით იქნება. თუ მოასწრებს ქადაგიძე და წარადგენს ამ ანგარიშს, არაფერი საწინააღმდეგო მექნება. ეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიში არაა, ეს ბანკის საბჭოს ანგარიშია. თუ თვითონ ვერ მოახერხებს მაშინ საბჭოს სხვა რომელიმე წევრი მოახერხებს.

პაატა კვიჟინაძე: ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშს პარლამენტმა უნდა მოუსმინოს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ წარადგენს მას, ამას კანონი ითვალისწინებს. უნდა მოვუსმინოთ კიდევ ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტმა უკვე მოუსმინა. გარდა ამისა, 2014 წლის ანგარიშთან დაკავშირებით რა კითხვებიც მქონდა კომიტეტზე დავსვი, შეგიძლიათ ნახოთ 5 წუთიანი გამოსვლა მქონდა და რა შეკითხვებიც დავსვი, პასუხები მივიღე, მეტი კითხვა აღარ მექნება.

გიგა ბუკია: არ ვიცი ეს რამდენად აქტუალურია, მთელი ერთი წელი უკვე გავიდა. ბევრი გამოსაზრება გამოითქვა საწინააღმდეგო თუ პირიქით. მოსმენის პრობლემას არ ვხედავ, მაგრამ ჩნდება კითხვა: "არის კი ეს რამის მომცემი?". კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე იმაში რომ მოვუსმინოთ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ეს საკითხი საინტერესო იქნება ჩემთვის არა. ეს მოსმენა უფრო ტექნიკურ საკითხად მიმაჩნია, ვიდრე პოლიტკურ ან ისეთ თემად რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს. თუმცა არც მოსმენაა პრობლემა და არც ამ ანგარიშის მოუსმენლობა შემიქნის პირადად მე დიდ პრობლემას. არ ვიცი მოესწრება თუ არა 25-მდე ამ ანგარიშის მოსმენა, გააჩნია დღის წესრიგს, რამდენად დატვირთული იქნება.

თემურ მაისურაძე: თვითონ მოსმენის ობიექტი არის ანგარიში და ამ შემთხვევაში ანგარიშს აქვს მნიშვნელობა და არა პიროვნებას. ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ანგარიშს არა პირველი პირი, არამედ მეორე პირი წარადგენს ხოლმე. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმას თუ ვინ აკეთებს ანგარიშს, რადგან როდესაც კითხვები ისმება, ის კითხვები პირველ პირთან მიმართებაში ჩნდება და მეორე პირისგან პასუხების მიღება კითხვის დამსმელს არ მოსწონს ხოლმე. საინტერესოა იმის პასუხები ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ანუ ამ შეთხვევაში ქადაგიძის. ტექნიკურად 2 -მდე შესაძლებელია მისი მოსმენა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ 2014 წლის ანგარიშის ნახვა წერილობითაც შესაძლებელია. 2014 წლის ანგარიშის მოსმენა 2015 წლის გადასახედიდან, როდესაც არ გახსოვს რომელ პროცესზე რა რეაქცია იყო, ცოტა არ იყოს არაეფექტიანია. შეიძლება ადამიანმა ილაპარაკოს 2015 წლის ანაგარიშზე, იმიტომ რომ ეს პროცესი იყო ცხელი და ეს პროცესი იყო ახლა. მაშინ მოდი გადავიდეთ და 2012 ან 2011 მოვისმინოთ ვის აინტერესებს? ასე რომ ძველი ანგარიშები შეიძლება მხოლოდ წერილობით გადმოიცეს, ესეც იმიტომ რომ შემდეგ შეადარო 2014 და 2015 ერთმანეთს. არააქტუალი თემის მოსმენა აქტუალური თემების ფონზე მგონი არალოგიკურია და ზედმეტ განმარტებებსაც არ საჭიროებს. პარლამენტმა ახლა უნდა გადადოს და გადმოდოს აქტუალი საკითხების მოსმენა რომ მას მოუსმინოს? თუ ქადაგიძეს ექნებოდა 2015 წლის ანაგარიში მაშინ შეიძლება პარლამენტის გრაფიკში გააკეთო გარკვეული ცვლილება, მგონია, რომ ამაზე თვითონ უნდა ეფიქრა.

ნოდარ ებანოიძე: მთავრია რომ ანგარიშს უნდა მოვუსმინოთ. ანგარიში ყოველთვის ანგარიშია და ნებისმიერ მოსმენა საინტერესოა. კითხვები გვაქვს და პასუხებიც ალბათ იქნება, ჩემთვის არცერთი მოსმენა არაა უინტერესო. თუ ამ ანგარიშს რომელიმე ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი წარმოადგენს მე არ დავსვავ კითხვას, რატომ არ წარადგენს მას ქადაგიძე. პარლამენტი იმითვისაა რომ მოვისმინოთ და კითხვებიც დასვათ. სწორედ 2014 წელს გაჩნდა უარყოფითი ტენდენციები ლართან მიმართებაში. მე მათ შიდა საქმიანობაში როდის უნდა გაეყიდა დოლარი და როდის უნდა ეყიდა ლარი არ ვერევი, ეს ჩემი საქმე არაა, მაგრამ ზოგადად როგორც დეპუტატს კითხვები მექნება.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე



14.დეკემბერი.2018 20:30
99

ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაინერგა

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 16:25
121

გვენეტაძე-ლარის კურსზე: „მნიშვნელოვანია, კონცენტრირება გავაკეთოთ ინფლაციაზე“

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 16:00
94

„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის“

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 15:28
350

„საბანკო სექტორზე „კონკურენციის შესახებ კანონი“ არ უნდა გავრცელდეს“

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 13:15
216

IMF-ის წარმომადგენელი: ახალი რეგულაციები გულისხმობს კრედიტების ნაკლებ ზრდას

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 10:25
43

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ღონისძიება გაიმართება

ვრცლად