მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Motorola RAZR ბაზარზე შესაძლოა, $1500-დოლარიანი სმარტფონის სახით დაბრუნდეს

5c446656a803d
ნინი ლონგურაშვილი
20.01.19 16:10
1419
Wall Street Journal- ის ინფორმაციით, სმარტფონის გაყიდვები თებერვლიდან დაიწყება. 

მობილურების მწარმოებელი კომპანია Motorola-ს მფლობელმა, Lenovo-მ და ამერიკულმა საკომუნიკაციო კომპანია Verizon-მა გადაწყვიტეს, წლების წინ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მობილური Motorola RAZR V3-ს ბაზარს დაუბრუნონ და მომხარებლებს დასაკეცი ტელეფონი, განახლებული ვერსიით შესთავაზონ.

განახლებული ტელეფონის მახასიათებლების შესახებ  შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი მთავარი ღირსება შენარჩუნდება და კვლავაც დასაკეცი იქნება, რა ზომის იქნება ეკრანი, როგორი კლავიატურა ექნება და ზოგადად, როგორი დიზაინი, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.