მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის ნაწილი საპენსიო ასაკის ზღვარის დაწევის მომხრეა

5acc99cc8c4cd
მეგი კავთუაშვილი
10.04.18 15:01
1257
"საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების“ კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა უმრავლესობა არსებული ასაკობრივი ზღვარის დაწევის მომხრეა. კერძოდ, ქალებისთვის სასურველ ასაკობრივ ზღვრად რესპონდენტთა 70%-მდე ასახელებს 55 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის სასურველ ასაკობრივ ზღვრად 72.2% ასახელებს 60 წელს. რესპონდენტთა დაახლოებით მეხუთედი კიდევ უფრო ამცირებს საპენსიო ასაკის ზღვრებს და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ქალებისთვის ეს ზღვარი განისაზღვროს 50 წლის მიჯნაზე, ხოლო მამაკაცებისთვის - 55 წლის მიჯნაზე.
კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა.