მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი მათი მსახურია"

5c482196bedb7
სალომე მეცხვარიშვილი
23.01.19 12:10
697
„ჩვენ უნდა ვიყოთ ხალხის მოსამსახურე“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან მოუწოდა მუნუციპალიტეტის თანამშრომლებს, მოქალაქეებს ამომწურავი პასუხები მიაწოდონ.

"ჩემი თხოვნა იქნება თითოეული თანამშრომლისთვის, ეს ეხება მოადგილეებს, გამგებლებს, სამსახურის უფროსებს, თქვენს თანამშრომლებს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ხალხის მოსამსახურე. შესაბამისად, ყველა თემაზე, რომელზეც მოგვმართავს მოქალაქე, მას ჰქონდეს სრული, ამომწურავი პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა თემის მნიშვნელობას და სიმძაფრეს.

მოსახლეობამ უნდა იგრძნოს ის, რომ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი არის მათი მსახური",-აცხადებს კალაძე.