მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეების მხრიდან ყველაზე მეტი პრეტენზია საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებით ფიქსირდება

5ae1ca30db602
თამუნა დემეტრაშვილი
26.04.18 16:46
781
მოქალაქეების მხრიდან ყველაზე მეტი პრეტენზია საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებით ფიქსირდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის განმავლობაში კომერციულ ბანკებში ტრანზაქციების კუთხით 1115 პრეტენზია დაფიქსირდა. 817 პრეტენზია მოქალაქეებს ბანკების ადმინისტრაციისა და მომსახურების კუთხით ჰქონდათ. 301 შემთხვევაში კი პრეტენზია ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებს ეხებოდა. ყველაზე ნაკლებად პრობლემატური, კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო აღმოჩნდა, ასეთი სულ 4 შემთხვევაა დაფიქსირებული.

სულ კი 2017 წელს ეროვნული ბანკის მონაცემებით მოქალაქეების მხრიდან 3665 პრეტენზიაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ 2562 შემთხვევაში პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, 946 შემთხვევაში კი საფუძვლიანად. პრეტენზია საფუძვლიანად ჩათვალეს, მაგრამ პრობლემა არ აღმოფხვრილა 49 შემთხვევაში.