მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმების ბაზრის ეკონომიკური მიმოხილვა

BM.GE
15.02.19 10:15
752
bm.ge-ის საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განუცხადა, ბანკებში დეპოზიტებზე, დაახლოებით, 25 მილიონი ლარი განთავსდა, რომელსაც 6%-მდე სარგებელი დაერიცხება. საპენსიო შენატანების დარჩენილი 25 მილიონი ლარი ხაზინის ანგარიშზე ირიცხება - ეს სახელმწიფო სტრუქტურებისა და იქ დასაქმებული ადამიანების საპენსიო შენატანებია. ლევან სურგულაძე ამბობს, რომ ხაზინის ანგარიშზე არსებულ თანხებს სარგებელი არ ერიცხება, შესაბამისად, კარგი იქნება თუ მარეგულირებელი მათ ამ შემთხვევაშიც ბანკებში დეპოზიტზე გადატანის ნებართვას მისცემს.

2014-2017 წლებში საქართველოში დასაქმების მიმართულებით არსებული ტენდენციებისა და ინდიკატორების ეკონომიკური მიმოხილვაში რომელიც PMC-მ გამოაქვეყნა აღნიშნულია, რომ 2014-2017 წლებში, სამუშაო ძალაში დაქირავებით დასაქმებულთა პროცენტული წილი იზრდებოდა და 2017 წელს, დაქირავებით დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ სამუშაო ძალის 41.6% შეადგინა.

სტუმარი: გიორგი ხიშტოვანი - "PMC კვლევითი ცენტრი", დირექტორი