მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Moody’s-მა ნავთობის ფასის პროგნოზი შეამცირა

56714bad5fc3d
BM.GE
16.12.15 15:28
1479
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა მომავალი წლისთვის ნავთობის ფასის პროგნოზი მკვეთრად შეამცირა. სააგენტოს ანალიტიკოსები თვლიან, რომ Brent-ის საშუალო ფასი 2016 წელს $53-ის ნაცვლად, ბარელზე $43 იქნება, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი - $48-ის ნაცვლად $40. "ნედლეულის მიწოდება, კვლავინდებურად მნიშვნელოვნად გადააჭარბებს მასზე მოთხოვნას", - მიაჩნიათ საერთაშორისო სააგენტოში. "ოპეკის ქვეყნები აგრძელებენ ნავთობის მოპოვებას შეუზღუდავად, ვინაიდან ისინი ბაზარზე წილების გამო უწევენ ერთმანეთს კონკურენციას. რუსეთმა ასევე გაზარდა მოპოვება, ხოლო 2016 წელს ირანისთვის სანქციების შესაძლო მოხსნა, კიდევ უფრო გადაავსებს ბაზარს", - განაცხადა Moody’s-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ტერიმარ შალმა.

ამჟამად ნავთობის ფასი 2008 წლის დონეზეა და ცოტა ხნის წინ ბარელი Brent-ის ღირებულება $37-მდეც დაეცა.