მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონაკოში Jaguar-ის პირველი ელექტრო ავტომობილი გამოჩნდა

5926b7ecd2828
BM.GE
25.05.17 14:47
2386
კომპანია Jaguar-ის მიერ დამზადებული პირველი ელექტრო ავტომობილი Jaguar I-Pace ფოტოკამერის ობიექტივში მოხვდა. ავტომობილი მონაკოს ქუჩაში შენიშნეს სარელამო რგოლის გადაღების დროს, - წერს Autocar.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ოფიციალურად პირველად ფრანკფურტის საერთაშორისო ავტოსალონზე წარსდგება. 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ელექტრომობილი უგზოობის პირობებში 8-9 საათს იმუშავებს, ხოლო ელექტროძრავის სრულად დამუხტვას სულ რაღაც 4 საათი დასჭირდება და მთელი კვირის განმავლობაში საკმარისი იქნება. Jaguar I-Pace-ის საერთო სიმძლავრე 400 ცხენის ძალას შეადგენს, ხოლო 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას 4 წამში შეძლებს.

ბრენდი აღნიშნული ავტომობილის მასობრივ წარმოებას უახლოეს მომავალში გეგმავს. გაყიდვების დაწყებას კი 2018 წლიდან აპირებს.