02.მაისი.2016 11:17
ეკონომიკა

მომხმარებელს საკუთარი გენერატორების დაყენების შემთხვევაში, წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვა შეეძლება

მომხმარებელს საკუთარი გენერატორების დაყენების შემთხვევაში, წარმოებული ელექტროენერგიის გაყიდვა შეეძლება
"ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში" ცვლილებები შედის. ცვლილებებით, მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელსა და გამანაწილებელ კომპანიას შორის ურთიერთობები გარკვეულწილად დარეგულირდება და ასევე განისაზღვრება ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის შემთხვევაში გაქვითვა-ანგარიშსწორების წესები. თემის დეტალებზე "ბიზნესკონტაქტთან" სემეკ-ის წევრი, გიორგი ფანგანი საუბრობს.
 
- ბატონო გიორგი რაში მდგომარეობს ძირითადი ცვლილებები?

- უპირველესად, ვიტყვი, რომ ეს ცვლილება არ არის, ეს უფრო დამატებაა, რადგან კანონში ისეთი ჩანაწერები ჩნდება, რომელიც აქამდე საერთოდ არ ყოფილა. ნებისმიერმა მომხმარებელმა ეს იქნება საყოფაცხოვრებო თუ არასაყოფაცხოვრებო, მისთვის საჭირო ელექტროენერგიის გამომმუშავი გენერატორები დააყენოს, რომლის მეშვეობითაც მისთვის საკმარისი ელექტროენერგიის წარმოება მოხდება, ხოლო რასაც ვერ მოიხმარს იგი ქსელში გაუშვას და წლის განმავლობაში გაყიდოს.

- ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის გენერატორების დამონტაჟება ხდება აუცილებელი?

- აუცილებელი არა, პირიქით ეს მომხმარებლის არჩევანი იქნება. ნებისმიერ მომხმარებელს იმის უფლება ექნება, რომ იმ სიმძლავრეს, თვითონ რა სიმძლავრესაც არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელზე, მაგალითად, მზეზე მომუშავე გენერატორები, წყალზე თუ ქარზე მომუშავე ჰიდროგენერატორები დააყენოს და საკუთარი მოთხოვნა სრულად დაიკმაყოფილოს, ანუ საკუთარი მოხმარებისთვის უფასო ელექტროენერგია აწარმოოს.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ რეალურად არაფერი იცვლება, არამედ დამატება ხდება. ამ მიმართულებით ბიზნეს სუბიექტებისთვის რა შეიცვლება?

- კანონში სამწუხაროდ, ამ სახის რეგულაცია არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და აშშ-ში ეს ძალიან განვითარებული თემაა და მას ასევე ავტო გენერაციასაც უწოდებენ. ფიზიკური პირისთვის თუ ბიზნესისთვის იმ პირმა, რომელსაც უნდა, რომ ელექტროენერგიაში საფასური არ გადაიხადოს, მის კუთვნილ ტერიტორიაზე, მის შენობაზე გენერაციის ობიექტებს აყენებს. თუმცა შეზღუდვაა რომ 100 კილოვატზე უფრო ძლიერი არ შეიძლება იყოს. მომხმარებელი მას დააყენებს, გამომუშავება ხდება, რითიც საკუთარი მოხმარება დაკმაყოფილდება, მაგრამ თუ ჭარბი გამომუშავება ხდება, მომხმარებელს შეუძლია ჭარბი ელექტროენერგია უკვე ქსელში გაუშვას, გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს და ამაში გარკვეული საზღაური აიღოს.

- მოსახლეობა, რა თქმა უნდა, გენერაციის ობიექტების დამონტაჟებით დაინტერესდება. ეს რა დაუჯდება და ამის განსახორციელებლად სემეკი თუ დაეხმარება?

- რა თქმა უნდა, კონსულტაციის თვალსაზრისით დაეხმარება, ეს იქნება სამართლებრივი, ტექნიკური თუ ფინანსური კონსულტაცია, ჩვენ მზად ვართ ყველას დავეხმაროთ. მეტიც, ჩვენ კომპანიებს ვავალდებულებთ, რომ მათ მომხმარებელს სრული კონსულტაცია უფასოდ გაუწიონ, ვისაც ამის სურვილი ექნება. თვითონ ამ აგრეგატების საფასურებს რაც შეეხება, მსოფლიო ბაზარზე ისეთი ტენდენციაა, რომ ისინი დღითიდღე იაფდება. დღეს საშუალოდ რომ ვიანგარიშოთ ერთ საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე დაახლოებით 1500 დოლარი დაჯდება. ჩვენთან ფასები ცოტათი ძვირია, რადგან ამ ბაზარზე კონკურენცია არ არსებობს, რადგანაც აქამდე საკანონმდებლო ინიციატივები არ არსებობდა, რომელიც დაარეგულირებდა და მოთხოვნას გააჩენდა ამ პროდუქტზე. 1500 დოლარი მიახლოებული თანხაა, თუმცა შეიძლება ამაზე გაცილებით იაფიც იყოს. მომხმარებელს თუ სურვილი ექნება თავის ტერიტორიაზე მაგალითად მზის პანელები შეუძლია დააყენოს, რომელიც ელექტროენერგიას გამოყოფს, სანამ მზე არის, დღის განმავლობაში მუშაობს და ამ პერიოდში მომხმარებელი ელექტროენერგიას არ მოიხმარს. უკვე საღამოს, როდესაც მზე აღარაა და პანელებს ელექტროენერგიის გენერირება აღარ შეუძლიათ, ამ პერიოდში მომხმარებელი ელექტროენერგიას ჩვეულებრივად გამანაწილებელი ქსელიდან მიიღებს, როგორც აქამდე იღებდა.

თვის ბოლოს შეჯამდება და თუ მაგალითად, მე საკუთარი გენერაციიდან 500 კილოვატი მოვიხმარე, ხოლო 100 კილოვატი გავეცი, მთლიანობაში 600 კილოვატ საათი გამოვიდა, ის ზედმეტი 100 კილოვატ საათი შემდეგ თვეში კრედიტის სახით უფასოდ შემეძლება მივიღო.



19.სექტემბერი.2018 20:30
253

შემოსავლების სამსახურმა, შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია შექმნას

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 20:00
308

საქართველოს უმსხვლესი საექსპორტო პროდუქცია

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:17
38

საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:15
74

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია ნავთობპროდუქტებია

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 18:17
254

"მთის კურორტების კომპანია" ერთ კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებას მეათედ აფორმებს

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 16:43
2372

"ბრძანება შეიძლება გადაკეთდეს, გაუქმდეს ან სხვა გამოსავალი ვნახოთ"

ვრცლად