მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავლის ფერმერი: მთავრობაში რაღაც იდეები მოსდით, შემდეგ თავში კაკუნით ხდება მათი განხორციელება

5b4ca4f31773b
სალომე მეცხვარიშვილი
16.07.18 18:20
1165
ასოციაცია "მომავლის ფერმერის" ხელმძღვანელის რუსუდან გიგაშვილის განცხადებით, საინტერესოა, ბიზნესის კლასტერიზაციის იდეა ბიზნესიდან წამოვიდა თუ ეკონომიკის ახალ მინისტრის პირადი ინიციატივაა.

გიგაშვილი ამბობს, რომ განვითარებულ ქვეყნებში იდეები ბიზნესიდან მიდის: ქვევიდან ზევით და არა პირიქით.

„ხშირად ეს პრობლემა გვაქვს მთავრობიდან, რომ რაღაც იდეები მოსდით, რომელიც ეხება სამიზნე ჯგუფებს და შემდეგ თავში კაკუნით ხდება, რომ ეს უნდა გაკეთდეს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება პირიქით, ინიციატივა მოდის ბიზნეისდან და ახორციელებს მთავრობა.

იდეა ძალიან სწორია, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ბიზნეს კლასტერების ორგანიზება, რამდენად არის ბიზნესი მზად? ბიზნესიდან მოდის ეს ინიციატივა? თუ პირიქით? შეხვდა ბიზნესს (მინისტრი) და ესაუბრა თუ მთავრობის ინიციატივაა ეს?

მნიშვნელოვანია, რომ მოუსმინონ ბიზნესს, როგორ წარმოუდგენიათ ეს კლასტერიზაციის თემა? როგორ წარმოუდგენიათ, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი?“,- აცხადებს გიგაშვილი.

მისივე თქმით, დღეს ყველაზე დიდი საჭიროება სოფლის მეურნეობაში სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა, რადგან დარგი ზედმეტად დივერსიფიცირებულია.

„გაურკვეველია რას ვემსახურებით რომელ რეგიონში რა არის პრიორიტეტი- ჯობია ვიცოდეთ 5-10 პრიორიტეტი, რომელსაც გავხდით ინდუსტრიულს და ექსპორტზე ორიენტირებულს“,- აცხადებს გიგაშვილი.