13.ივნისი.2017 10:50
ბიზნესი

მომავალი კვირიდან სილამაზის სალონებს დარღვევების გამო, ჯარიმები დაუწესდებათ

მომავალი კვირიდან სილამაზის სალონებს დარღვევების გამო, ჯარიმები დაუწესდებათ
დარღვევების გამო სილამაზის სალონები მომავალი კვირიდან დაჯარიმდებიან. თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრი დედაქალაქში სალონების ოფიციალურ შემოწმებას იწყებს.

ცენტრის დირექტორი ციცო დილებაშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ უპირველეს ყოვლის, შემოწმდება - დარეგისტრირებულია თუ არა სალონი და თუ ამ დრომდე კომპანიას არ აქვს საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის სტატუსი, მას 500 - ლარიანი სანქცია დაეკისრება. ამ შემთხვევაში სალონის ინფექციურ დაავადებებზე შემოწმება აღარ გაგრძელდება, თუმცა, თუ იგივე ობიექტი ხელმეორე შემოწმების დროსაც არ იქნება დარეგისტრირებული, ჯარიმა გაორმაგდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს სალონებს, დროულად დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში უწყება გაფრთილებით აღარ შემოიფარგლება და პირდაპირ დააჯარიმებს ობიექტებს.

თბილისის მერიის სამსახურის თანამშრომლები მეორე ეტაპზე სილამაზისა და ტატუ სალონებს ინფექციურ დაავადებებზე შეამოწმებენ. ამ მიმართულებით დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ობიექტებს პირველ ეტაპზე გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცემათ, შემდეგ კი 50-დან 100-ლარამდე დაჯარიმდებიან.

"თუ სალონი დარეგისტრირებულია, ვიწყებთ შემოწმებას ინფექციის კონტროლის მიმართულებით შედგენილი პროტოკოლების შესაბამისად. სალონებმა უნდა შეძლონ და საკუთარი დაბინძურებული ინსტრუმენტები დაასტერილურონ ისე, რომ ისინი იყოს სრულიად უსაფრთხო მეორე მომხმარებლისთვის - ნახმარი ინსტრუმენტები უნდა გაირეცხოს, შემდეგ მოხდეს დეზინფექცია, შემდეგ კი სტერილიზაცია. ასევე მნიშვნელოვანია, სტერილური ინსტრუმენტების შენახვა შესაბამისად. თუ დარღვევები იქნება აღმოჩენილი, პირველ შემთხვევაში სალონს მიეცემა გონივრული ვადა სიტუაციის გამოსწორებისთვის, მეორე შემთხვევაში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან 50-დან 100-ლარამდე",- აცხადებს ციცო დილებაშვილი.

მისივე ინფორმაციით, თბილისში სულ 2 ათასამდე რეგისტრირებული სალონია, მერიის შესაბამის სამსახურში კი 43 ადამიანი იმუშავებს სალონების შემოწმების მიმართულებით. ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ოფიციალური შემოწმებების დაწყებამდე, სატესტო რეჟიმში თვეში დაახლოებით 50 სალონი მოწმდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო 1 ოქტომბრიდან გახდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრიდან, ყველა ის დაწესებულება, რომელიც რეგისტრაციის გარეშე განაგრძობს საქმიანობას, დაჯარიმდება. უწყების ცნობით, სილამაზის სალონების შემოწმება ეტაპობრივად მოხდება.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი



21.ოქტომბერი.2018 15:15
803

"ბლაუენშტაინ საქართველოს“ მანქანა საბურთალოელ დიასახლისებს სადილისთვის საჭირო ხორცს ადგილზე მიაწვდის

ვრცლად
21.ოქტომბერი.2018 14:20
350

ქართული წარმოების პრემიუმ კლასის კედები ადგილობრივ ბაზარს ითვისებს

ვრცლად
21.ოქტომბერი.2018 13:29
378

ქუთაისის თიზ-ში ესპანური ინვესტიციით საკონიაკე სპირტის საწარმო ამოქმედდა

ვრცლად
21.ოქტომბერი.2018 11:35
1173

რატომ ვერ მუშაობს „გომარდული“: შეუცვალა თუ არა „ოცნებამ“ ინვესტორს წინა მთავრობის დროინდელი შეთანხმება

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 13:28
583

თავისუფალი ვაჭრობის ეფექტი ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობაში

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:45
1167

საქართველოში რეპუტაციის მართვის კომპანია დაფუძნდა

ვრცლად