21.დეკემბერი.2015 17:44
ბიზნესი

მომავალ წელს მარკეტინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს

მომავალ წელს მარკეტინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს
"მსოფლიოს სარეკლამო ბაზარი იზრდება და ამ ზრდის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი ინტერნეტ რეკლამაა", - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ "ZenithOptimedia"-ს ანალიტიკოსები. კომპანიის პროგნოზით, 2016 წელს გლობალური დანახარჯები მარკეტინგულ მომსახურებასა და მედია არხებზე საერთო ჯამში, 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

ZenithOptimedia-ს ანალიტიკოსთა თქმით, ზრდის ტენდენცია 2019 წლის ჩათვლით გაგრძელდება. რაც შეეხება 2015 წელს, "ZenithOptimedia"-ს ცნობით, მსოფლიოს სარეკლამო ბაზარი წელს 3,9%-ით გაიზრდება, 2016 წელს - 4,7%-ით, 2017 წელს - 4,3%-ით. 2018 წელს კი 4,2%-ით გაიზრდება. "ZenithOptimedia"-ის პროგნოზით, ინტერნეტ-რეკლამის ბაზრის მოცულობა მიმდინარე წლის ბოლოს 158 მილიარდ დოლარს მიაღწევს. კომპანიების სარეკლამო ბიუჯეტში ინტერნეტ რეკლამის წილი კი ასე გამოიყურება - 2015 წელს 29%, 2016 – 31,9%, 2017 – 34,4%, 2018 – 36,6%.

სარეკლამო ბაზრის ზრდას პროგნოზირებს კიდევ ერთი კომპანია "GroupM", რომლის ინფორმაციით, რეკლამაზე გლობალური დანახარჯები 924 მილიარდ დოლარს შეადგენს და აქედან მედიაზე 54% მოდის, მარკეტინგულ მომსახურებაზე კი 46%. ყველაზე მსხვილ სარეკლამო მედია არხად კვლავ რჩება ტელევიზია - 22,6%, რომელსაც მოსდევს ინტერნეტ რეკლამა - 15%, გაზეთები - 6%, ჟურნალები - 4,2%, გარე რეკლამა - 3,2%, რადიო - 2,4% და კინო-თეატრები - 0,1%, მარკეტინგულ მომსახურებას შორის ლიდერობს პირდაპირი მარკეტინგი, რომელზეც რეკლამის დამკვეთთა ბიუჯეტის მესამედი მოდის.



16.ნოემბერი.2018 19:00
951

ფანჯარა, რომელსაც თვითწმენდის ფუნქცია აქვს - ქართველების უნიკალური გამოგონება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:00
1133

ელექტრონული დოკუმენტაციის გამოყენებისას ელექტრონული ხელმოწერა სავალდებულო ხდება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 10:30
100

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად
13.ნოემბერი.2018 19:20
211

ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზის განაკვეთი, შესაძლოა, გათანაბრდეს

ვრცლად
10.ნოემბერი.2018 10:45
449

ირანელებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დარგები საქართველოში

ვრცლად
09.ნოემბერი.2018 19:34
177

TI: კორუფციაში და თაღლითობაში მხილებულ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა უნდა შეეზღუდოთ

ვრცლად