მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა - იყო თუ არა კერძო სექტორი ინფორმირებული?

BM.GE
03.05.19 18:59
1127
გუშინ გვიან საღამოს ფეისბუქზე გაჩნდა პოსტი, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარეს ლაშა ბერეკაშვილს ეკუთვნის. გიდების ასოციაციის თავმჯდომარე დაცული ტერიტორიების სააგენტოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომლის მიხედვითაც დაცულ ტერიტორიებზე ბილეთები გაძვირდა, ასოციაციის წევრებმა კი ამის შესახებ, მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე გაიგეს. ზრდა 10-15%-იანია და ტუროპერატორების თქმით, წინასწარ გაყიდულ ბილეთებზეც ვრცელდება.

კერძოდ: „მარტვილის კანიონი“ - ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 9 ლარიდან - 10 ლარამდე გაიზარდა. უცხოეთის მოქალაქეებისთვის - 15 ლარიდან 17 ლარამდე.

„პრომეთეს მღვიმე“ - ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 ლარიდან 11-ნახევარ ლარამდე გაიზარდა, ხოლო უცხოელებისთვის - 20-დან 23 ლარამდე.

„სათაფლია“ - ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 7 ლარიდან 8 ლარამდე გაიზარდა. უცხოეთის მოქალაქეზე - 15 ლარიდან 17 ლარამდე.

„ოკაცეს კანიონი“ - ფასი საქართველოს მოქალაქეებზე 8 ლარიდან 9.20 ლარამდე გაიზარდა, უცხოეთის მოქალაქეებზე კი, 15-დან 17 ლარამდე.

რას ნიშნავს ეს ბიზნესისთვის და რა მთავარი კითხვები აქვს დღეს ასოციაციის თავმჯდომარეს დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან?

სტუმრები: ლაშა ბერეკაშვილი - ახალგაზრდა გიდების ასოციაცია; ხელმძღვანელი
ნიკო თევდორაშვილი - დაცული ტერიტორიების სააგენტო; მარკეტინგის სამსახურის უფროსი