მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

5b4f58b7c5878
BM.GE
18.07.18 19:09
1503
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია. საქართველოს კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. განათლების მინისტრის მოადგილეებიდან თანამდებობა შეინარჩუნეს ლია გიგაურმა, ალექსანდრე თევზაძემ და თემურ მურღულიამ. ასევე, ზოგადი განათლების მიმართულების ხელმძღვანელად და მინისტრის მოადგილედ ირინა აბულაძე დაინიშნა, რომელიც მასწავლებლის სახლის, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერი იყო. ლია გიგაური პროფესიული განათლების მიმართულებას ჩაიბარებს, ხოლო ყოფილმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა თანამდებობა დატოვა.

კულტურის მიმართულებით მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი იქნება, ხოლო სპორტის მიმართულებას შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს.