06.თებერვალი.2016 12:32
ეკონომიკა

მიხეილ გიორგაძე: დაპირება მივიღე, რომ მცხეთა იუნესკოს ძირითად ნუსხაში დაბრუნდება

მიხეილ გიორგაძე: დაპირება მივიღე, რომ მცხეთა იუნესკოს ძირითად ნუსხაში დაბრუნდება
საქართველოს კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მცხეთაში ნებისმიერი სახის მშენებლობაზე, ან მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი მას შემდეგ გაუქმდება, რაც იუნესკო ქალაქს ძირითადი ძეგლების ნუსხაში დააბრუნებს.
 
როგორც მინისტრმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, იუნესკო ქართული მხარის მუშაობას, რომელიც მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის შედგენას ითვალისწინებს, დადებითად აფასებს.

"საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან მცხეთის ამოღება და ძირითად ნუსხაში დაბრუნება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სრული თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით - კერძოდ მცხეთის პრობლემის მოგვარების კუთხით, ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული. მე-40 სესიაზე, რომელიც წელს ზაფხულში სტამბოლში გაიმართება, მე ველოდები და შარშან პრაქტიკულად, დაპირება მივიღე, რომ მცხეთა ძირითად ნუსხაში დაბრუნდება“, - განაცხადა გიორგაძემ და დასძინა, რომ ამ პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ მცხეთაში მშენებლობასა და მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი მოიხსნება.

"ამ ეტაპზე ეს მორატორიუმი ყველაფერს ეხება - არ ხდება მიწების გასხვისება, არ ხდება ახალი მშენებლობების დაწყება. ბუნბრივია, ის მშენებლობები, რომელიც თავის დროზე გაჩერებული იყო და მცხეთისთვის შეუსაბამო იყო, არც ახლა მიმდინარეობს", - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთაში აღნიშნული მორატორიუმი გასული წლის 30 ივლისს გამოცხადდა და მთავრობის დადგენილებით, ამ რეჟიმის მოქმედების საბოლოო ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერია.
ავტორი: დავით ჯალაღონია



26.მაისი.2018 11:02
11

პოლონეთის პრეზიდენტი: შეგვიძლია, მონაწილეობა მივიღოთ აბრეშუმის გზის მშენებლობაში

ვრცლად
26.მაისი.2018 10:43
45

პრეზიდენტი: ეკონომიკური პარამეტრებით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია

ვრცლად
26.მაისი.2018 10:11
51

პრემიერი: ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, მაგრამ ღია, ლიბერალური ბაზრით

ვრცლად
26.მაისი.2018 09:34
84

საქართველოში ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი - კრინიცა დაარსდა

ვრცლად
25.მაისი.2018 20:43
119

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ენგურჰესის აღდგენას, სავარაუდოდ, 3-4-დღეში შეძლებენ

ვრცლად
25.მაისი.2018 19:24
29

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხაზე სოციალურმა პარტნიორებმა იმსჯელეს

ვრცლად