07.დეკემბერი.2018 18:33
ეკონომიკა, ბიზნესი

მიხეილ დუნდუა "ომეგა ჯგუფისადმი" ხელოვნური ბარიერების შექმნას გამორიცხავს

მიხეილ დუნდუა "ომეგა ჯგუფისადმი" ხელოვნური ბარიერების შექმნას გამორიცხავს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა კომპანია "ომეგა ჯგუფისადმი" ხელოვნური ბარიერების შექმნას გამორიცხავს.

მისი თქმით, შემოსავლების სამსახური არ არის პოლიტიკური უწყება და მისი მიდგომა კომპანიისადმი უნდა იყოს კონსტრუქციული.

"დარწმუნებული ვარ, ფინანსთა სამინისტროს ყველა სტრუქტურა კეთილსინდისიერია ყველა კომპანიასთან მიმართებით. გადაიდგა არაერთი ნაბიჯი, რომ დარგში არსებული სიტუაცია, როგორმე მოგვარებულიყო ისე, რომ არც სახელმწიფო ინტერესი დაზარალებულიყო და კომპანიას აღედგინა კეთილსინდისიერი გადამხდელის რეპუტაცია.

სახელმწიფოს შეეძლო გარკვეულ დათმობებზე წასულიყო, თუკი კონკრეტული ნაბიჯები იქნებოდა გადმოდგმული კომპანიის მხრიდან. თუმცა, წინადადება, რომელიც წარმოდგენილი იყო კომპანიის მხრიდან, იყო არარაციონალური. ამ მასშტაბით შეთანხმების განხორციელება არის ძალიან რთული. ჩვენ მათ მივმართეთ, რომ რაციონალური წინადადებები წარმოედგინათ.

რაც შეეხება მათ დღევანდელ მდგომარეობას, მე გავივლი ამ საკითხზე კონსულტაციას შემოსავლების სამსახურთან - როგორია დღეს კომპანიის მდგომარეობა. არის თუ არა გაზრდილი დავალიანება. დავალიანების გაზრდა არ უნდა მომხდარიყო. თუ აღმოჩნდა, რომ დავალიანების გაზრდა ისევ მოხდა, ჩვენი მიდგომა იქნება უფრო მკაცრი.
ხელოვნური პრობლემები აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ. სახელმწიფომ დიდი ხნის განმავლობაში მისცა რამდენიმე შანსი ორგანიზაციას, რომ განეახლებინა წარმოება, თუმცა, გრაფიკი, რომელიც მათ დაუდგინდათ, რამდენჯერმე იყო დარღვეული.

ჩვენ მაქსიმალურად ლმობიერად მივუდექით ფაქტს, ათასობით დასაქმებული ადამიანის ბედს და ადგილობრივი წარმოების ბედს, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაციებისა", - აცხადებს დუნდუა.

თავის მხრივ, „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტმა დღეს ბრიფინგი გამართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ „ომეგა ჯგუფს“ შეაქვს სარჩელი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და მისი კონტრაქტრი კომპანია „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას“ წინააღმდეგ.

„სასამართლოსგან მოვითხოვთ, შეწყდეს ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები და დაუყონებლივ გაიცეს აქციზური მარკები იმისთვის, რომ კომპანიამ შეუფერხებლად გააგრძელოს საწარმოო პროცესი“, - აღნიშნა ლევან აღდგომელაშვილმა.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი



16.დეკემბერი.2018 18:30
96

,,ჩირი ქენდიმ“ ხელნაკეთი შოკოლადების ბონბონერი გამოუშვა

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 18:00
376

„არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მენეჯმენტს კომპანია მომგებიანი ეგონა, მაგრამ სინამდვილეში წაგებაზე მუშაობდა”

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 16:55
96

2014-2018 წლებში საქართველოში 8.4 მლნ დოლარის სანადირო თოფის იმპორტი განხორციელდა

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 13:40
222

3.6 მლნ ლარად „მთავრობა კურორტ გოდერძიზე სასტუმროს, კოტეჯებსა და მიწის ნაკვეთს ყიდის

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 12:15
183

,,ლაურუსმა“ დაფასოებული დაფნის წარმოება დაიწყო - კომპანია რუსეთში ექსპორტისთვის ემზადება

ვრცლად
16.დეკემბერი.2018 11:02
398

vali.ge-ს ერთიან ბაზას კიდევ 3 საფინანსო ინსტიტუტის მონაცემები დაემატა

ვრცლად