08.თებერვალი.2016 10:03
ეკონომიკა

მირცხულავა ხუდონზე: მოსახლეობის კომპენსაციისთვის გამოყოფილი თანხა ისტორიულად მაღალია

მირცხულავა ხუდონზე: მოსახლეობის კომპენსაციისთვის გამოყოფილი თანხა ისტორიულად მაღალია
"ტრანს ელექტრიკას" ხუდონჰესის პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მზად აქვს. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" ხუდონჰესის მშენებელი კომპანია "ტრანს ელექტრიკას" ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ განუცხადა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ინვესტორი ენერგეტიკის სამინისტროსგან გაფორმებული მემორანდუმის პირობებში აღებული გარკვეული ვალდებულებების შესრულებას ელოდება, რის შემდეგაც გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვები გაიმართება.
 
"მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის სექტემბერში სამინისტროსთან ახალი დოკუმენტაცია გაფორმდა. მემორანდუმის ტექსტში არის ვალდებულებები, რომლებიც აქვს როგორც ენერგეტიკის სამინისტროს, ისე - ჩვენ. ეს დეტალები საჯარო არ არის. ამჯერად გარკვეული საკითხების დაზუსტება მიდის და ენერგეტიკის სამინისტროს ველოდებით. ყოველ შემთხვევაში, მე მინისტრთან რამდენჯერმე ვისაუბრე, რომელიც ამბობს, რომ ეს საკითხი უახლოეს ხანში გადაწყდება. რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს, ის მზად არის, მხოლოდ დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ჩვენი კანონმდებლობით მოთხოვნილი არ არის, მაგრამ ჩვენ ვახორციელებთ, რადგან საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება გვინდა", - განაცხადა მირცხულავამ და დასძინა, რომ ეს სამუშაოები საქართველოში არცერთ ანალოგიურ ობიექტზე არ ჩატარებულა.

მისივე თქმით, როგორც კი პროექტი გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტზე დადებით შეფასებას მიიღებს, ინვესტორი ჰესის სამშენებლო ნებართვას ავტომატურ რეჟიმში მიიღებს.

რაც შეეხება სვანეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციას მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების შეთავაზების შესახებ, მირცხულავას განმარტებით, ეს პროცესი პერმანენტულად მიმდინარეობს.

"ვერ გეტყვით, რომ ეს საჯაროდ ხდება, მაგრამ გარკვეულ ნაწილთან საუბარი უკვე მიდის. მიმაჩნია, რომ ის თანხები, რაც კომპენსაციისთვის არის გამოყოფილი, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება და საუკეთესო კომპრომისი მოიძებნება", - განაცხადა მირცხულავამ.

შეგახსენებთ, რომ "ტრანს ელექტრიკას" პროექტი მდინარე ენგურზე 700 მეგავატიანი ჰესისა და 200 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს. ინვესტიციის საერთო მოცულობა 1.2 მილიარდი დოლარია.
ავტორი: დავით ჯალაღონია



23.ივლისი.2018 21:00
10

"პრემიუმ რეზიდენსი": პროკურატურაში არავის დავუბარებივართ

ვრცლად
23.ივლისი.2018 20:00
21

"მთავრობა მოსახლეობას დაზოგვას არ უნდა აიძულებდეს"

ვრცლად
23.ივლისი.2018 18:45
326

რატომ შემოდის ირანული ცემენტი იაფად - ირანის სამრეწველო პალატის პასუხი

ვრცლად
23.ივლისი.2018 18:20
544

"ქართულ ბაზარს დააკლდება ხარისხიანი და იაფი პროდუქცია"

ვრცლად
23.ივლისი.2018 18:06
17

საგადასახადო სამართალდარღვევის 561 ფაქტი გამოვლინდა

ვრცლად
23.ივლისი.2018 18:00
194

"ანტიდემპინგური კანონმდებლობის შემოღებით, გვექნება უხარისხო და ძვირი წარმოება"

ვრცლად