მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: რთველი 2017 უპრეცედენტო წარმატებით დასრულდა

59e8b9a5bf3aa
BM.GE
19.10.17 18:40
840
"რთველი 2017 უპრეცედენტო წარმატებით დასრულდა. წელს სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა იყო მინიმალური. სახელმწიფოს არ მოუწია ჭარბი ყურძნის შეძენა, რადგან კერძო სექტორმა მთლინად დააბინავა ყურძენი ყველანაირი შეფერხების გარეშე“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 130 000 ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავდა, 150 მილიონ ლარამდე თანხა მიიღეს მევენახეებმა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავალი სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის. მათი ეკონომიკური საქმიანობა არის წარმატებული და ეს წარმატება უკავშირდება მთლიანად სექტორის წარმატებას.

კერძო სექტორის მხრიდან გაჯანსაღებულია მოთხოვნები. კერძო სექტორი არის გაძლიერებული, რასაც წინ უძღვოდა სახელწიფო პროგრამები რამდენიმე წლის განმავლობაში, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ ათობით გადაიარაღებული და ახალი საწარმო, მოდერნიზებული კომპანიები. გაძლიერებული კომპანიები წარმატებული არიან საერთაშორისო ბაზრებზე.

ქართული ღვინო, როგორც კატეგორია ყალიბდება მთელ რიგ ახალ მიმართულებებზე და, შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება გაზრდილ მოთხოვნაზე.

ღვინის სექტორის პარალელურად, ჩვენ საქართველოში საბრენდე ინდუსტრია გავაძლიერეთ. ქართული ბრენდის წარმოება დღითიდღე უფრო ფართოვდება, მისი რეპუტაცია და ხარისხი იზრდება, ბაზარზე მისი წარმოდგენა უფრო მეტად შედეგიანია.

საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ ისეთ მდგომარეობას, როცა გვექნება კონკურენტუნარიანი, თანამედროვე, ძლიერი მეღვინეობის ინდუსტრია. ყოველივე ამის წინაპირობა შეიქმნა კომპლექსურად.

საქართველო არის ღვინის შემქმნელი ქვეყანა. ჩვენ უკვე საერთაშორისო დონეზე აღიარებული ვართ და ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ქართული ღვინო წარმატებით წარმოჩინდა. გამოფენა, რომელიც საფრანგეთში, ბორდოშია წარმოდგენილი არის სიმბოლური დადასტურება იმისა, რომ საქართველო ღვინის გამორჩეული კულტურის ქვეყანაა“, - განაცხადა მინისტრმა.