მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის კონტრიბუცია პროფესიული განათლების განვითარებისთვის

BM.GE
10.06.19 10:56
890
პროფესიული განათლება ქვეყანაში პოპულარული არ არის. კვლევებით დასტურდება, რომ სტუდენტები და მშობლები უმაღლეს განათლებას უფრო მიმზიდველ და სასურველ საგანმანათლებლო ალტერნატივად განიხილავენ, ვიდრე პროფესიულ განათლებას. არადა ეს არის შესაძლებლობა ყველასთვის და ეს არის შესაძლებლობა ქვეყნისთვის უკეთესი ეკონომიკური შედეგები გვქონდეს. სწორედ ამიტომაც, და­საქ­მე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბისათვის ამ უქმეებზე თბილისში მნიშვნელოვანი შეკრებაა დაგეგმილი. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი დღე­ე­ბი, წარ­მო­ა­ჩენს სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ის ორ­მხრივ, მრა­ვალ­წლი­ან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. სხვა­დას­ხვა თე­მა­ტურ ზო­ნა­ში თვალ­სა­ჩი­ნოდ იქ­ნე­ბა ნაჩ­ვე­ნე­ბი არა­ერ­თი პრო­ფე­სია და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და ყველა მსურველს სასურველ ინფორმაციას ადგილზე გააცნობენ. შეკრების ადგილი რესპუბლიკის მოედანია.


სტუმრები: ირინა აბულაძე - განათლების მინისტრის მოადგილე;
თორნიკე ზირაქაშვილი - სააგენტოს "აწარმოე საქარველოში" დირექტორის მოადგილე;
ავთანდილ კასრაძე - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარე