მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინიატურული სახლი საოცრებათა ქვეყნიდან Airbnb-ის მომხმარებლებისათვის

5c16044c89886
ანნა ლაპიაშვილი
16.12.18 13:00
1055
Airbnb და ჰამბურგის მუზეუმი "მინიატურული საოცრებათა ქვეყანა" მსურველებს მინიატურული სახლის დაქირავების შესაძლებლობას აძლევენ.

კლასიკური გერმანული წითელი აგურისაგან ნაშენები სახლი, დაახლოებით, ლანჩის კონტეინერის ზომამდეა შემცირებული და ის ძალიან პატარა ქალაქში კნუფინგენში - მინიატურულ საოცრებათა ქვეყნის შუა გულში დგას.

არც ისე დიდი ხნის წინ წინ კნუფინგენი ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომლის სახლებიც პოპულარული ვებ გევრდის Airbnb-ის შეთავაზებებში არ ხვდებოდა, მაგრამ ახალი წლისათვის ყველაფერი იცვლება და მინიატურული სახლი უკვე სტუმრების მიღებას შეძლებს.

სახლში ყველაფერია, რაც კი შეიძლება სტუმარს დაჭირდეს - მდიდრული საწოლები, საოჯახო ოთახები, ბუხარი, საშობაო ნაძვის ხე, მისაღები ოთახი მოხერხებული დივანით და ა.შ.

მათთვის, ვინც ამ სახლს დაჯავშნის, მოგზაურობა კნუფინგენის აეროპორტიდან დაიწყება, რომელიც 6 წელი შენდებოდა და 4 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

კნუფინგენის მთავარი მოედანი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და ცნობილი ადგილია მთელს საოცრებათა ქვეყანაში.

მათ, ვინც მატარებლით მგზავრობას არჩევს, საგანგებოდ საშობაო მატარებელი მოემსახურებათ. ეს მატარებელი სიგრძით 15 400 მეტრია დაგინესის წიგნშია შეტანილი.

მინიატურული სახლის დაქირავება ერთი ღამით $10 დაგიჯდებათ. ქირიდან მიღებული შემოსავალი კი, საქველმოქმედო ფონდში Hanseatic Help გადაირიცხება.