მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი იზრდება, თუმცა 2014 წლის მაჩვენებელს ვერ აჭარბებს

5b4e038ff371a
თამუნა დემეტრაშვილი
17.07.18 20:35
1409
საქსტატის მონაცემებით, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი იზრდება.

2017 წელს ქვეყნიდან 95 მილიონი დოლარის მინერალური წყალი გავიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 15 მილიონი დოლარით მეტია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი 2014 წლის ექსპორტის მოცულობას (137 მილიონი დოლარი) ვერ აჭარბებს. მზარდია მტკნარი წყლის ექსპორტის მაჩვენებელიც, თუმცა მოცულობა ჯერ ისევ მცირეა. 2017 წელს სულ 507 ათასი დოლარის წყალი გავიდა ექსპორტზე, რაც 2014 წლის მაჩვენებელს (346 ათასი დოლარი) 161 ათასი დოლარით აჭარბებს. რაც შეეხება გაზირებულ უალკოჰოლო სასმელებს, 2017 წელს სულ 18 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა ექსპორტზე, რაც 2014 წლის მაჩვენებელს (29 მილიონი დოლარი) 11 მილიონი დოლარით ჩამორჩება.