17.დეკემბერი.2018 09:33
ეკონომიკა, ბიზნესი, EU Georgia

,,მილმართი“ გერმანიაში ჩაის ექსპორტს ზრდის

,,მილმართი“ გერმანიაში ჩაის ექსპორტს ზრდის
კომპანია ,,მილმართი“ ევროპაში, კერძოდ, გერმანიაში ჩაის ექსპორტს ზრდის.

ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანიის დირექტორმა გიორგი მაისურაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ახალი ხელშეკრულების თანახმად, გერმანიაში ექსპორტი უფრო სტაბილურ ხასიათს მიიღებს და ყოველ სამ თვეში იქ 500 კილოგრამი პროდუქცია, კერძოდ, ჩაი და მშრალი ხილი გაიგზავნება.

კომპანიის ოთხი დასახელების პროდუქტს - შავ და მწვანე ჩაის, მაყვლის ფოთლის ჩაის და მანდარინის ჩირს გერმანული კომპანია D&B შეისყიდის, რომელიც ,,მილმართის“ პროდუქციას წელსაც ყიდულობდა, თუმცა - შედარებით მცირე რაოდენობით.

როგორც გიორგი მაისურაძე განმარტავს, კომპანიის პროდუქციით ისრაელისა და ჩინური კომპანიებიც დაინტერესდნენ და მათთან მოლაპარაკებები ამჟამად მიმდინარეობს.

„ჩვენი ჩაის პროდუქციით ისრაელი და ჩინეთიც დაინტერესდა; ახლახანს ვიმყოფებოდი ჩინეთში მეჩაიეების სემინარზე, რომელიც ჩინეთის მთავრობის დაფინანსებით ჩატარდა. მას 20-მდე ქართული კომპანია ესრებოდა. ჩინეთის ერთ-ერთი რეგიონი ძალიან დაინტერესებულია საქართველოდან მწვანე ჩაის ექსპორტით და ამჟამად მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა, რაშიც ჩართულია ჩვენი სავაჭრო წარმომადგენელი ჩინეთში. რუსეთშიც გავაფართოვეთ ექსპორტი, იქაც კიდევ ერთი ახალი პარტნიორი შევიძინეთ, რომელმაც ჩვენი ჩაის პარტია ახლახან წაიღო“, - განაცხადა გიორგი მაისურაძემ.

,,მილმართი“ ექსპორტს უკრაინაშიც ახორციელებს. მის მიერ წარმოებული პროდუქციის 50% ექსპორტზე, მეორე ნახევარი კი, ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
კომპანიამ წელს 6 ტონამდე ჩაი დაამზადა, რისთვისაც 20-22 ტონა მწვანე ფოთოლი გადაამუშავა; ნედლეულის ნაწილი საკუთარი პლანტაციებიდან მიიღო, ნაწილი კი, მოსახლეობისგან ჩაიბარა.
ავტორი: მაია ბიწაძე



21.იანვარი.2019 12:57
53

ევროკავშირში ექსპორტი 11,5%-ით გაიზარდა- მთავარი საექსპორტო ბაზარი ბულგარეთია

ვრცლად
21.იანვარი.2019 11:46
62

27 ახალი სკოლის მშენებლობაზე წელს 65 მილიონი ლარი დაიხარჯება

ვრცლად
21.იანვარი.2019 11:16
2943

საქართველოში მერაია ქერის კონცერტი გაიმართება

ვრცლად
21.იანვარი.2019 11:01
87

თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი მაგისტრალის რეაბილიტაციაზე 4,7 მლნ ლარამდე დაიხარჯება

ვრცლად
21.იანვარი.2019 10:13
362

“ფოთისთვის განსაკუთრებული ფინანსური სარგებელი არ აქვს არც პორტს და არც - კოლხეთის პარკს” - მერის მოადგილე

ვრცლად
21.იანვარი.2019 02:19
205

კალაძე “ყაზტრანსგაზის” ახალ მესაკუთრეებთან კავშირს უარყოფს

ვრცლად