მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2018 წლის დანაშაულის სტატისტიკა

BM.GE
06.02.19 09:17
719
2018 წელს 2017 წელთან შედარებით, ოფიციალურად რეგისტრირებული დანაშაული 20 468 ერთულით გაიზარდა და 58 412 შეადგინა. როგორც შსს-ში განმარტეს, 2018 წლის სტატისტიკა დანაშაულის გაუმჯობესებულ აღრიცხვიანობას ეფუძნება, რომლის თანახმად, რეგისტრირდება ყველა ის შემთხვევა, სადაც დანაშაულის მცირედი ნიშანი მაინც იკვეთება ან პოლიციას დანაშაულის ჩადენის მცირედი ეჭვი მაინც გააჩნია.