01.თებერვალი.2016 15:17
ბიზნესი

მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაფინანსებას 6 000-მდე მეწარმე მიიღებს

მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაფინანსებას 6 000-მდე მეწარმე მიიღებს
მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მორიგი ეტაპი თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილმა განუცხადა, პროექტის ფარგლებში დაფინანსებული მეწარმეების რაოდენობა 6 ათასამდე გაიზრდება. რაც შეეხება პროგრამის პირველ ეტაპს, მეწარმეობის სააგენტომ საგრანტო კომპონენტის მიღების მსურველები უკვე შეარჩია და შესაბამისი დაფინანსება გასცა.
 
"მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, უკვე დასრულდა. ჩვენ 12 000 განაცხადი მივიღეთ, საიდანაც 6 000-მა შერჩეულმა მეწარმემ გაიარა გადამზადება და აქედან თანადაფინანსება 1500-მა მეწარმემ მიიღო", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი კომპონენტია. დაფინანსების ოდენობა ერთ მეწარმეზე 5 ათასი ლარია, თუმცა შესაძლებელია ორი, ან სამი სუბიექტის გაერთიანება, რაც ამავე ოდენობით გაზრდის საგრანტო თანხას. პროგრამაში მონაწილეობისა და კონკურში გამარჯვების შემთხვევაში, მეწარმემ საკუთარი ბიზნესის 20%-იანი თანადაფინანსება უნდა უზრუნველყოს. მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა სახელმწიფოს მიერ კონკურსის წესით შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან საკონსულტაციო მხარდაჭერასაც ითვალისწინებს, რაც ბიზნესგეგმების შესადგენად ტრენინგების ჩატარებას მოიცავს.
ავტორი: დავით ჯალაღონია



19.იანვარი.2019 17:39
1270

შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები საქართველოში შეიკერება

ვრცლად
19.იანვარი.2019 14:56
222

საქართველოს რეგიონში არბიტრაჟის ცენტრის ამბიცია აქვს - როგორია მთავრობის გეგმა

ვრცლად
18.იანვარი.2019 21:07
683

ბათუმის საკრებულოში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის პროექტის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

ვრცლად
18.იანვარი.2019 15:21
356

პრემიერი TBC-ის საქმეზე: კითხვები არა საფინანსო ინსტიტუტს, არამედ მის აქციონერს ეხება“

ვრცლად
18.იანვარი.2019 14:40
909

"ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს"

ვრცლად
17.იანვარი.2019 20:00
1929

"აქცენტი არა - რუს, არამედ ჩინელ და ევროპელ ტურისტებზე უნდა გაკეთდეს"

ვრცლად