მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიიღებს თუ არა პენ ბაიდენი 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას?

5b0bade5f02fa
BM.GE
28.05.18 11:13
671
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი bm.ge-ს პოლიტიკურ მიმომხილველთან ალექსი პეტრიაშილთან ინტერვიუში კითხვაზე, მიიღებს თუ არა 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ამბობს, რომ ვიცე პრეზიდენტი ჯერ ფიქრობს და გადაწყვეტილების შესახებ მოგვიანებით თავად განაცხადებს.

"მე ვფიქრობ, წინა არჩევნებზე ის ნამდვილად განიხილავდა და წონიდა არჩევნებში მონაწილეობის პლუსებსა და მინუსებს და საუბედუროდ, ტრაგედია დაატყდა თავს მის ოჯახს და მის ვაჟს, მისი უმცროსი ვაჟიშვილი გარდაიცვალა თავის ტვინის სიმსივნით და მას სხვა რაღაცებში უნდა მიეღო მონაწილეობა. ეს იყო სამწუხარო. ახლა მე ვფიქრობ, რომ ის აკვირდება მოედანს, ცდილობს გაიგოს რა როგორ შეიძლება გათამაშდეს, ასე რომ, ის თავის თავს ცოტა დროს აძლევს გადაწყვეტილებისთვის”,-განაცხადა ალექსი პეტრიაშილის საავტორო რუბრიკაში “მსოფლიო, როგორც ასეთი” ინტერვიუს დროს.

BMG-ის პოლიტიკურ მიმომხილველთან ინტერვიუს დროს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე აღნიშნავს, რომ არსებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებით, იმ შემთხვევაში, თუ ბაიდენი კენჭისყრას გადაწყვეტს მას კარგი შანსები აქვს.

" პოტენციური კანდიდატების შესახებ არაფორმალურ გამოკითხვებში მისი შედეგი უკიდურესად კარგია. ზოგიერთ ასეთ გამოკითხვაში ის ამარცხებს ტრამპს ბევრად დიდი სხვაობით, ვიდრე ნებისმიერი სხვა პოტენციური დემოკრატების კანდიდატი, ასე რომ, ვნახოთ. ეს მისი არჩევანია, მიიღოს გადაწყვეტილება და გამოაცხადოს ამის შესახებ და არა ჩემი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ის ამას სერიოზულად უყურებს",- განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ BMG-სთან